1. მონიტორინგის შესახებ გადაწყვეტილებებზე (მათ შორის რეკომენდაციებზე) და მათ აღსრულებაზე პასუხისმგებელია სამსახური.
2. ხარისხის კონტროლის სისტემის მიმართ მოთხოვნების და ამ სისტემის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
3. სამსახური მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის დასკვნისას ვალდებულია ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, – არათანამიმდევრულად, გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) წერილობითი გაფრთხილება;
ბ) საჯარო გაფრთხილება (რეესტრში ასახვით);
გ) ფულადი ჯარიმა.
4. მეხუთე კატეგორიის დასკვნის გაცემის შემთხვევაში სამსახური არაუმეტეს 3 წლის ვადით კრძალავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორებისთვის/აქციონერებისთვის ფუნქციების განხორციელების უფლებას.
5. სამსახური აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის/გარიგების პარტნიორისათვის აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორებისთვის/აქციონერებისთვის ფუნქციების განხორციელების აკრძალვის ხანგრძლივობას განსაზღვრავს გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად და გამოსწორებისთვის საჭირო პერიოდის გათვალისწინებით.
6. მეექვსე კატეგორიის დასკვნის გაცემის შემთხვევაში სამსახური ვალდებულია შეუწყვიტოს აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას რეგისტრაცია.
7. აუდიტორის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება მას პირადად. აუდიტორული ფირმის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორულ ფირმას ან/და გარიგების პარტნიორს.
8. თუ აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ან/და გარიგების პარტნიორი სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს გამოსწორების გეგმაში ასახულ მითითებებს შესასრულებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ან/და არ გაითვალისწინებს რეკომენდაციებს, სამსახური ვალდებულია ასეთი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ ან/და კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე – შესაბამისი გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომები კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. თუ სამსახურის მიერ გამოვლინდა გარიგების პარტნიორის ჩართულობა ისეთი საწარმოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებაში რომლის აუდიტზეც ბოლო მონიტორინგის შედეგად მას ან მის დამსაქმებელ ფირმას ჰქონდათ შეზღუდვა, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს აუდიტორისათვის/გარიგების პარტნიორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება.
10. აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრის წარმოების მიზნებისათვის, აუდიტორული ფირმისა და გარიგების პარტნიორის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გახდეს აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული აუდიტორის მიერ განხორციელებული საქმიანობის შემოწმების საფუძველ