1. სამსახურის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მონიტორინგის შედეგების დასკვნით შეფასებასთან მიმართებაში უნდა იყოს რისკის პროპორციული და ემსახურებოდეს აუდიტორული და პროფესიული  მომსახურების სამართლიანი პრაქტიკის ხელშეწყობას.

2. აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის მონიტორინგის საბოლოო შედეგების დასკნითი შეფასება შეიძლება იყოს შემდეგი 6 კატეგორიის:

ა) პირველი კატეგორიის  − როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გაივლის მონიტორინგს შენიშვნების გარეშე  ან კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ  აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში  აღმოჩნდა არასისტემური (იზოლირებული) მხოლოდ უმნიშვნელო შენიშვნები ან/და  არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის კონტროლის სიტემასთან აღმოჩნდა არასისტემური (იზოლირებული) მხოლოდ უმნიშვნელო შენიშვნები;

ბ) მეორე კატეგორიის −  კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში  აღმოჩნდა არასისტემური (იზოლირებული) ხარვეზები, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად მეტია ვიდრე მხოლოდ უმნიშვნელო  და ნაკლებია ვიდრე არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები ან/და არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის კონტროლის სიტემასთან აღმოჩნდა  შენიშვნები, რომლებიც მეტია ვიდრე მხოლოდ უმნიშვნელო და ნაკლებია ვიდრე არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები;

გ) მესამე კატეგორიის – კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ  აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში აღმოჩნდა არასისტემური ხარვეზები, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად მეტია ვიდრე უმნიშვნელო და შესაძლოა იყოს არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები. ამავე დროს, არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნების რაოდენობა არის მრავალრიცხოვანი, შემოწმებული გარიგების ზომის და სირთულის გათვალისწინებით ან/და  არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის კონტროლის სიტემასთან აღმოჩნდა  შენიშვნები, რომლებიც მეტია ვიდრე მხოლოდ უმნიშვნელო და ნაკლებია ვიდრე არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები. აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორებისა და პერსონალის კვალიფიკაცია ადეკვატურია და ისინი ორიენტირებულნი არიან საკუთარი კვალიფიკაციის/აუდიტორული ფირმის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს მნიშვნელოვნად არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი;

დ) მეოთხე კატეგორიის –  კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ  აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში აღმოჩნდა არასისტემური და შესაძლოა სისტემური ხარვეზებიც, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად არსებითი და მნიშვნელოვანია ან/და არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის კონტროლის სისტემასთან აღმოჩნდა არსებითი/მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ყოვლისმომცველი შენიშვნები, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია საქმიანობის აკრძალვის გარეშე. აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორებისა და პერსონალის კვალიფიკაცია ადეკვატურია და ისინი ორიენტირებულნი არიან საკუთარი კვალიფიკაციის/ აუდიტორული ფირმის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს  მნიშვნელოვნად არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი;

ე) მეხუთე კატეგორიის – თუ აუდიტორის/გარიგების პარტნიორის კომპეტენციიდან გამომდინარე არსებობს საჭიროება, რომ აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას გარკვეული პერიოდით  აეკრძალოს აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება ან/და ხარისხის კონტროლის სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მან შესაძლოა ურყოფითად იმოქმედოს აუდიტორის პროფესიისადმი საზოგადოების ნდობაზე, ან თუ  აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის აკრძალვა აუცილებელია საზოგადოების ინტერესთა დასაცავად, ან  თუ აღმოჩენილი ხარვეზები განსაკუთრებული სიმძიმით ხასიათდება, თუმცა სამსახურის მიერ მიიჩნევა, რომ ის  აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ გამოსწორებადია გონივრულ ვადებში;

ვ) მეექვსე კატეგორიის –  თუ აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ხდება კანონმდებლობის ფუნდამენტურ მოთხოვნათა სისტემატურად შეუსრულებლობა  ან/და სუბიექტის ან საზოგადოების  შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ან/და იმ შემთხვევებში, როდესაც აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ განხორციელებული მომსახურება საშიშია საზოგადოებისთვის და სუბიექტთა ფუნქციონირებისათვის.

3. სდპ-სათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც სამსახურის მიერ გაიცა პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის დასკვნა.

4. ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს  მისცეს რეკომენდაცია იმ სუბიექტებთან გარიგებების დადებისაგან თავის არიდების თაობაზე, რომელთათვის აუდიტორული მომსახურების გაწევა სცილდება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის შესაძლებლობას, სამსახურის მიერ რეკომენდებული სათანადო პირობების დაკმაყოფილებამდე.

5. იმ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, რომელსაც აქვს მესამე ან მეოთხე კატეგორიის დასკვნა,  სამსახური უფლებამოსილია დაავალოს აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას აუდიტის გარიგების ხარისხის მიმოხილვისთვის დამატებითი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების (მათ შორის პარტნიორის) ჩართვა მიმდინარე გარიგებების დასასრულებლად. აღნიშნულ შემთხვევაში აუდიტის გარიგების საფუძველზე სუბიექტისათვის მიყენებული ზიანისათვის, პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. მონიტორინგის შედეგები შესაძლებელია გახდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის  მიერ აუდიტორული  დასკვნის  შეცვლის ან/და სუბიექტისათვის აუდიტის განმეორებით ჩატარების მოთხოვნის საფუძველი. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ინფორმაცია წარედგინება დაინტერესებულ პირს/უწყებას.

7. თუ პირის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მეხუთე კატეგორიის დასკვნის გაცემის თაობაზე, იგი არ არის უფლებამოსილი აუდიტის ჩატარების ან დასკვნაზე ხელის მოწერის აკრძალვის პერიოდში მიმართოს სამსახურს ხელახალი მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით.

8. მეხუთე კატეგორიის დასკვნის გაცემის შემთხვევაში სამსახური იტოვებს უფლებას, მისცეს აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას მიმდინარე გარიგების საფუძველზე შესასრულებელი მომსახურების დასრულების საშუალება. ამ შემთხვევაში სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის სისტემატური მონიტორინგი.

9. გადაწყვეტილება აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას ეგზავნება  გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

10. ინფორმაცია აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის/გარიგების პარტნიორისათვის აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის აკრძალვის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ეგზავნება სუბიექტს, აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან ხელშეკრულებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნი