1. მონიტორინგის გეგმით განისაზღვრება ინსპექტორების ვინაობა, მონიტორინგის დაწყების თარიღი, მონიტორინგის ეტაპები, შესამოწმებელი გარიგებები და პროცედურების წინასწარი გრაფიკი.
2. წინასამონიტორინგო ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი კრიტერიუმებისა და რისკფაქტორების გათვალისწინებით სამსახურმა უნდა გააანალიზოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ წინასამონიტორინგო ეტაპზე სამსახურისათვის წარდგენილი ყველა გარიგება და განსაზღვროს მონიტორინგის გეგმაში შესატანი გარიგებების ჩამონათვალი. მონიტორინგის ეტაპზე სამსახური უფლებამოსილია ცვლილება განახორციელოს მონიტორინგის გეგმაში.
3. მონიტორინგის გეგმაში აუდიტორისა და აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორთან მიმართებაში შეტანილი უნდა იქნეს მინიმუმ 1 გარიგება, ხოლო აუდიტორულ ფირმასთან მიმართებაში არანაკლებ 2 გარიგება.
4. მონიტორინგისთვის გარიგებების შერჩევის კრიტერიუმებია:
ა) გარიგების პარტნიორების ჩართულობა;
ბ) სდპ-ებთან ურთიერთობის ფაქტი;
გ) გარიგებასთან დაკავშირებული ეთიკური ხასიათის რისკები და უჩვეულო გარემოებები;
დ) დარგის ან კონკრეტული სიტუაციების რისკიანობა;
ე) იმ პირთა რაოდენობა და წრე, რომლებიც იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს აუდიტორის მიერ შესრულებული გარიგების საფუძველზე;
ვ) საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც ითვალისწინებს მონიტორინგს კონკრეტული გარიგებების მიმარ