1. მონიტორინგის პროცედურები მოიცავენ იმ ინფორმაციის და დოკუმენტაციის შეგროვებას და ანალიზს, რომლითაც დგინდება აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის, შესრულებული გარიგებების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან, პროფესიულ სტანდარტებთან, აგრეთვე რეგისტრაციის წესებთან და ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა.
2. სამსახურის მიერ მონიტორინგი ხორციელდება:
ა) ფირმის დონეზე (ფირმისა და რისკის პროპორციულად აუდიტორის შემთხევევაში) – ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQC 1), რეგისტრაციის წესებთან შესაბამისობის კუთხით;
ბ) გარიგების დონეზე (გარიგების პარტნიორისა და აუდიტორის შემთხევევაში) – აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISA) შესაბამისობის კუთხით.
3. მონიტორინგის სამუშაო ჯფუფმა უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად შეიძლება მონიტორინგი დაეყრდნოს არსებული ხარისხის კონტროლის სისტემის შემოწმების, მიმოხილვის შიდა პროცესებს.
4. აუდიტორული ფირმისათვის მონიტორინგის პროცედურების ხანგრძლივობა დამოკიდებულია აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორების რაოდენობაზე, განხორციელებულ აუდიტორულ მომსახურებაზე და სამსახურში არსებული ინფორმაციით იდენტიფიცირებულ რისკის ფაქტორებზე.
5. მონიტორინგი ხორციელდება მონიტორინგის გეგმით გათვალისწინებული გარიგებებისა და დამატებით შერჩეული დოკუმენტაციის (ნაწილის) შესწავლის გზით. მონიტორინგის გეგმაში ასახული გარიგებებისა და დამატებითი გარიგებების შერჩევა ხდება, რისკზე დამყარებული მიდგომის ან/და შემთხვევითობის პრინციპის გამოყენებით.
6. აუდიტორი ან აუდიტორული ფირმა ვალდებულია უზრუნველყოს ინსპექტორი სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, სამუშაო ოთახით. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია გამოყოს ინსპექტორთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი.
7. სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ჩართოს შესაბამისი დარგის ექსპერტები და დამხმარე პერსონალი. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ზედამხედველობის ეფექტიანი განხორციელების მიზნით სამსახური თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, მათ შორის მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოებთან.
8. მონიტორინგის პროცესი მოიცავს მონიტორინგის სამუშაო ჯგუფსა და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, სუბიექტს შორის მოსაზრებების/ინფორმაციის გაცვლას. ამ მიზნით, სამსახური უფლებამოსილია უზრუნველყოს მონიტორინგის ყველა ეტაპზე დაინტერესებული მხარის ჩართულობა. დაინტერესებული მხარის უარი საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე არ აჩერებს სამსახურის მოქმედებას. დაინტერესებულ მხარეს და მონიტორინგის პროცესში აუდიტორული ფირმის მხრიდან ჩართულ პირებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა წარადგინონ თავიანთი მოსაზრება მონიტორინგთან დაკავშირებულ ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
9. მონიტორინგის პროცედურები სრულდება მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული და სამსახურის უფროსთან შეთანხმებული კითხვარების, ანალიტიკური ფორმების და სხვა საშუალებებით.
10. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის და მონიტორინგის პროცესში ჩართული პირების მიერ საკითხის განხილვისას დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) სხდომის დრო და ადგილი;
ბ) დამსწრე წევრების ვინაობა;
გ) განხილვის საგანი;
დ) მხარეთა მსჯელობა, წარმოთქმული შენიშვნები/წინადადებები.
11. შეგროვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის შენახვა ხორციელდება სამსახურის მიერ განსაზღვრულ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაშ