1. მონიტორინგი მოიცავს იმ აუდიტორულ გარიგებებს, რომელიც დასრულდა კანონის ამოქმედების შემდგომ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აუდიტორულ ფირმას, აუდიტორს 2016 წლის და შემდგომ პერიოდში არ აქვს დასრულებული აუდიტორული მომსახურების გარიგება.
2. ის აუდიტორული ფირმები, რომელთაც ,,საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 11 ნოემბრის №37 ბრძანების საფუძველზე აქვთ მინიჭებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილება, ვალდებულნი არიან წარადგინონ ქსელის ფარგლებში ჩატარებული უკანასკნელი ხარისხის კონტროლის სისტემის შემოწმების შედეგები, ხოლო ის აუდიტორული ფირმები, ვინც არ არიან ქსელის წევრები, თავისუფლდებიან ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული დიაგნოსტიკური ანგარიშის წარმოდგენისაგან.
3. სამსახური ვალდებულია დაასრულოს კანონის 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დროებითი უფლებამოსილების მქონე იმ აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, რომელმაც მას ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით 1 ოქტომბრამდე მიმართა, და შესაბამისი შედეგები რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე ასახოს.
4. სამსახურის მიერ პროფესიული ორგანიზაციების განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარებამდე, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია ნაწილი №3-ით წარმოდგენილი განგრძობითი განათლების გრაფაში, გარდა პროფესიული ორგანიზაციისა, ასახოს აუდიტორის მიერ აუდიტორული ფირმის ფარგლებში გავლილი კურსის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში გავლილ კურს