1. მონიტორინგის საბოლოო შედეგების ამსახველ ანგარიშში შეტანილი უნდა იქნეს წინასწარი ანგარიშის შემდგომ განხორციელებული ყველა ცვლილება, მათ შორის აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ განსაზღვრულ ვადებში სამსახურისთვის წარმოდგენილი პოზიცია (შენიშვნები და წინადადებები), წინასწარ ანგარიშში ცვლილების შეტანის თაობაზე მათი სამსახურის მიერ გათვალისწინების შემთხვევაში.
2. წინასწარი შედეგების განხილვის ეტაპის დასრულების ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ სამსახურის მიერ მისთვის განსაზღვრულ ვადაში პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას საბოლოო შედეგების ამსახველი, მონიტორინგის ანგარიშის მომზადების თაობაზე. მონიტორინგის საბოლოო შედეგები აისახება სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით მომზადებულ მონიტორინგის ანგარიშში.
3. სამსახური განიხილავს მონიტორინგის ანგარიშს და იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის ან/და გარიგების პარტნიორისათვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენის თაობაზე, ან/და დაკმაყოფილების ან/და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
4. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით (მათ შორის რეკომენდაციებით) განესაზღვრება შესასრულებელი ღონისძიებები.
5. სამსახურის გადაწყვეტილებაში აღინიშნება იმ გარიგების პარტნიორთა ვინაობა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აუდიტორული ფირმის სახელით გააგრძელონ აუდიტორული მომსახურების (მათ შორის, სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის) განხორციელება.
6. სამსახური უფლებამოსილია აუდიტორის/აუდიტორულ ფირმისათვის მიცემული რეკომენდაციების ფარგლებში განუსაზღვროს პირებს დასაკმაყოფილებელი პირობები (მათ შორის, სუბიექტის დარგის სპეციფიკიდან ან ზომითი კატეგორიიდან გამომდინარე).
7. შესასრულებელ ღონისძიებათა შესრულება არ შეიძლება გახდეს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის ამ წესის 21-ე მუხლის შესაბამისად გაცემული დასკვნითი შეფასების (კატეგორიის) შეცვლის საფუძველი, სანამ არ განხორციელდება მომდევნო მონიტორინგი.
8. სამსახური, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მომდევნო მონიტორინგისას ხარისხის კონტროლის სისტემებზე და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე დაკვირვების უზრუნველყოფის მიზნით, ვალდებულია მონიტორინგის პროცესში შედგენილი და გამოყენებული, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით არსებული დოკუმენტაცია შეინახოს მონიტორინგის დასრულებიდან სულ მცირე 6 წლის განმავლობაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამსახური უფლებამოსილია დოკუმენტაცია შესანახად განათავსოს დაწესებულების არქივში.
9. მონიტორინგის შედეგები საჯაროა, რომელიც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში. სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს სუბიექტის შესახებ ინფორმაციის სრულად გამოქვეყნება, თუ აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის შესაბამისი დარგის ფინანსურ სტაბილურობა