1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია წარადგინოს სამსახურის მიერ მონიტორინგისათვის მოთხოვნილი საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

2. აუდიტორი, გარიგების პარტნიორი და აუდიტორული ფირმიდან ჩართული ყველა სხვა (მათ შორის, მოწვეული) პირი   ვალდებულია  დაიცვას მონიტორინგის პროცესში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, როგორც პროფესიული მომსახურების განხორციელების პროცესში, ისე მის შემდეგ, დროის გასვლისა და საქმიანობის შეცვლის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. გარიგების პარტნიორის მიერ უფლებამოსილების სხვა პირზე დელეგირების შემთხვევაში, გარიგების პარტნიორი ვალდებულია აღნიშნული პირის თაობაზე ინფორმაცია წარუდგინოს სამსახურ