1. აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს ანგარიშგებების, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ანგარიშგებების აუდიტის განმახორციელებელი გარიგების პარტნიორ(ებ)ის/ინდივიდუალურად საქმიანობის განმახორციელებელი აუდიტორ(ებ)ის აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის სარეგისტაციო ნომერი, რის შედეგად ავტომატურად აისახება აუდიტორის სახელი, გვარი და პირადი ნომერი აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე.
2. თუ აუდიტი ჩატარდა გარიგების პარტნიორის მიერ, აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე, ავტომატურად აისახება იმ აუდიტორული ფირმის/ფირმების დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელშიც დასაქმებულია გარიგების პარტნიორი. თუ ასეთი აუდიტორული ფირმების რაოდენობა ერთზე მეტია, სუბიექტი მიუთითებს იმ აუდიტორულ ფირმას, რომლის სახელითაც მოქმედებდა გარიგების პარტნიორი აუდიტის ჩატარებისას.
3. თუ ანგარიშგების წარდგენისას გარიგების პარტნიორი აღარ არის დასაქმებული იმ აუდიტორულ ფირმაში, რომლის სახელითაც მოქმედებდა აუდიტის ჩატარებისას, სუბიექტი, აუდიტორულ ფირმასთან შეთანხმებით, მიუთითებს ამ აუდიტორული ფირმის სხვა უფლებამოსილ გარიგების პარტნიორს.
4. აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს მიმდინარე ფინანსური ანგარიშგების, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ანგარიშგებების აუდიტის ჩატარებისთვის შეთანხმებული თანხის ოდენობა ეროვნულ ვალუტაში.
5. აუდიტორის დამატების ჩანართის შევსება სავალდებულოა, თუ სუბიექტს/ჯგუფს ჩატარებული აქვს ანგარიშგების აუდიტ