1. ადმინისტრატორი უფლებამოსილია გააუქმოს თავისი კავშირი სუბიექტთან. ამ შემთხვევაში ახალი ადმინისტრატორის რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
2. ადმინისტრატორის კავშირი სუბიექტთან ავტომატურად უქმდება, თუ ადმინისტრატორი სუბიექტის გვერდის სხვა მომხმარებელს მიანიჭებს ადმინისტრატორის როლს.
3. თუ ადმინისტრატორის შეცვლა ვერ ხორციელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ადმინისტრატორის სუბიექტთან კავშირის გაუქმება შესაძლებელია ვებგვერდის ადმინისტრირების პანელიდან, სამსახურის თანამშრომლის მიერ, სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურისთვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. ადმინისტრატორის სუბიექტთან კავშირის შემდეგ პირი დარეგისტრირდება ადმინისტრატორად ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
ანგარიშგებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგე