1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ანგარიშგების ვებგვერდი – ვებგვერდი, რომელზეც ამ წესის შესაბამისად ხდება ანგარიშგების წარდგენა და დადგენილი წესით გამოქვეყნება;
ბ) სუბიექტის გვერდი – ვებგვერდზე სუბიექტის ინდივიდუალური გვერდი, რომელზეც საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით აისახება სუბიექტის წარდგენილი ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები, აგრეთვე სხვა ინფორმაცია სუბიექტის შესახებ ამ წესის შესაბამისად;
გ) სუბიექტთან კავშირი - სუბიექტის მომხმარებლისთვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ქონა;
დ) ჯგუფის შექმნის თარიღი – თარიღი, რომლიდანაც სუბიექტი წარმოადგენს მშობელ საწარმოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) ფინანსური ინსტიტუტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირი;
ვ) არაფინანსური ინსტიტუტი – სუბიექტი, რომელიც არ წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს;
ზ) ემიტენტის კოდი – საფონდო ბირჟის წესების მიხედვით განსაზღვრული ემიტენტის უნიკალური კოდი;
თ) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო – „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ5“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) შესაბამისა