1. უფლებამოსილი მომხმარებელი ანგარიშგების წარდგენას იწყებს სუბიექტის გვერდზე ანგარიშგების ჩანართში ანგარიშგების დამატების ღილაკზე დაჭერით.

2. ანგარიშგების დამატების ღილაკზე დაჭერის შემდეგ ივსება ინფორმაცია სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდის, საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მშობელი საწარმოს, საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (შემდგომ – სდპ) სტატუსისა და სახის შესახებ, ჯგუფის შექმნის თარიღი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ინფორმაცია, წარმოადგენს თუ არა სუბიექტი კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს და მოიცავს თუ არა მისი საქმიანობა წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას.

3. სუბიექტი მიუთითებს, წარმოადგენს თუ არა მშობელ საწარმოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. სუბიექტის სდპ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაცია და სდპ-ის სახე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აისახება ავტომატურად, აგრეთვე ინფორმაცია, წარმოადგენს თუ არა კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირს, აისახება ავტომატურად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საფონდო ბირჟების სავაჭრო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე.

5. სუბიექტი უფლებამოსილია შეცვალოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატურად მითითებული მონაცემები, თუ ანგარიშგების წარდგენის დროისთვის ეს მონაცემები არასწორია.

6. სუბიექტი მიუთითებს, მოიცავს თუ არა მისი საქმიანობა წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადება