1. ციფრული ფორმების ჩანართში სუბიექტი/ჯგუფი ვალდებულია მიუთითოს მის მიერ გამოყენებული სტანდარტი, ატვირთული ანგარიშგების შესაბამისად.

2. ციფრული ფორმების ჩანართში სუბიექტი ვალდებულია აირჩიოს მისთვის შესაფერისი შემდეგი ციფრული ფორმებიდან ერთ-ერთი (დანართი №1):

ა) ფინანსური ინსტიტუტების ციფრული ფორმები (გარდა მზღვეველებისა);

ბ) მზღვეველების ციფრული ფორმები;

გ) არაფინანსური ინსტიტუტების ციფრული ფორმები;

დ) მესამე კატეგორიის საწარმოს გამარტივებული ციფრული ფორმები;

ე) მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგების ფორმები.

3. თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, იგი ვალდებულია აირჩიოს მისთვის შესაფერისი კონსოლიდირებული ციფრული ფორმებიდან ერთ-ერთი (დანართი №2):

ა) ფინანსური ინსტიტუტების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები (გარდა მზღვეველებისა);

ბ) მზღვეველების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები;

გ) არაფინანსური ინსტიტუტების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები;

დ) მესამე კატეგორიის ჯგუფის კონსოლიდირებული ციფრული ფორმები.

4. ელექტრონულად შესავსები ციფრული ფორმების ძირითადი კომპონენტებია (დანართი №1):

ა) ფინანსური მდგომარეობა (ფორმა №1);

ბ) საქმიანობის შედეგები (ფორმა №2);

გ) ფულადი სახსრების მოძრაობა (ფორმა №3);

დ) კაპიტალის მოძრაობა (ფორმა №4);

ე) განმარტებითი შენიშვნები (ფორმა №5);

ვ) შემოსავლების, ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება (ფორმა №6).

5. ელექტრონულად შესავსები კონსოლიდირებული ციფრული ფორმების ძირითადი კომპონენტებია (დანართი №2):

ა) კონსოლიდირებული ფინანსური მდგომარეობა (ფორმა №1);

ბ) კონსოლიდირებული საქმიანობის შედეგები (ფორმა №2);

გ) კონსოლიდირებული ფულადი სახსრების მოძრაობა (ფორმა №3);

დ) კონსოლიდირებული კაპიტალის მოძრაობა (ფორმა №4).

6. სუბიექტის/ჯგუფის მიერ ციფრული ფორმის არჩევის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ფორმისა და სუბიექტის/ჯგუფის ზომითი კატეგორიის გათვალისწინებით, ავტომატურად განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტებიდან სუბიექტის/ჯგუფის მიერ სავალდებულოდ შესავსები კომპონენტები, გარდა ამ წესის მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების ფორმები მტკიცდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თითოეული ციფრული ფორმისთვის დამოუკიდებლად.

8. თუ სდპ და პირველი კატეგორიის საწარმო ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მონიშნავს, რომ მისი საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას,  ავტომატურად განისაზღვრება მის მიერ სავალდებულოდ შესავსები სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების ელექტრონული ფორმა (დანართი №3