1. ამ წესის მე-8-მე-14 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, სუბიექტის შესახებ ავტომატურად აისახება და ვებგვერდზე ქვეყნდება შემდეგი ინფორმაცია:

ა) საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი;

ბ) სამართლებრივი ფორმა;

გ) საფირმო სახელწოდება/სახელწოდება;

დ) რეგისტრაციის თარიღი;

ე) მარეგისტრირებელი ორგანო;

ვ) იურიდიული მისამართი;

ზ) მმართველობის ორგანო;

თ) ინფორმაცია ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

ი) ინფორმაცია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ;

კ) ინფორმაცია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების შესახებ;

ლ) ინფორმაცია მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლების შესახებ;

მ) ინფორმაცია უძრავ ნივთებზე იპოთეკის უფლების შესახებ;

ნ) ემიტენტის კოდი, თუ სუბიექტი წარმოადგენს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციას სამსახური იღებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზიდან, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრებში დაცული მონაცემების საფუძველზე, სამსახურსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციას სამსახური იღებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საფონდო ბირჟების სავაჭრო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე.

თავი IV

ანგარიშგების ვებგვერ