1. სამსახური უზრუნველყოფს სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებების კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.
2. სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან სუბიექტის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაადგინოს ხარვეზი სუბიექტის მიერ წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და სუბიექტს მოსთხოვოს წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ანგარიშგებებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. ხარვეზის შესახებ სუბიექტს ეცნობება ვებგვერდზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე. სამსახური სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხარვეზის აღმოფხვრის სირთულის გათვალისწინებით, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ოდენობით.
3. სუბიექტი ვალდებულია ვებგვერდზე აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ხარვეზი და ხელახლა წარადგინოს ანგარიშგება. ამ შემთხვევაში ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დენა თავიდან დაიწყება.
4. თუ სუბიექტი ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, არააუდიტირებული ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, სამსახური სუბიექტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა უგზავნის მას შეტყობინებას ვებგვერდზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად დამატებით ვადას განუსაზღვრავს. სამსახურის მიერ სუბიექტისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სუბიექტის მიერ წარდგენილი ანგარიშგება უკვე გამოქვეყნებულია ვებგვერდზე, ანგარიშგების ხელახლა წარდგენისას ვებგვერდზე ხელმისაწვდომია როგორც თავდაპირველად, ასევე ხელახლა ატვირთული ანგარიშგებებ