1. აღმოჩენილი შეუსაბამობების ჩანართში გაგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ ავტომატურად ერთიანად აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სუბიექტის მიერ მითითებულ მონაცემებსა და კანონის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობები;
ბ) ელექტრონულად შევსებული ფორმების მუხლებში არსებული შეუსაბამობები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სუბიექტს არ აუტვირთავს ანგარიშგება, იგი უფლებამოსილია განაგრძოს ანგარიშგების წარდგენის პროცესი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტს არ შეუვსია ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, სუბიექტი ვერ შეძლებს ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის პროცესის დასრულებას მითითებული შეუსაბამობის/შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
3. სუბიექტის მიერ გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერით ანგარიშგებები სამსახურისთვის წარდგენილად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებას/ანგარიშგებებს.
4. ვებგვერდზე მიეთითება ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის თარიღი.
5. აღმოჩენილი შეუსაბამობების ჩანართში მოცემული ხარვეზები სრულად არ ასახავს კანონითა და ამ წესის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობას. სუბიექტის მიერ წარდგენილ ანგარიშგებას შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი შეუსაბამობები, რომლებზეც პასუხისმგებლობა სუბიექტს ეკისრებ