1. სამსახური სუბიექტების მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციას აქვეყნებს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით.

2. ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ ქვეყნდება.

3. თუ ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად სამსახურმა დაადგინა ხარვეზი სუბიექტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დენა ჩერდება. აღნიშნული ვადის დენა განახლდება სუბიექტის მიერ ხარვეზის აღმოფხვრისა და ანგარიშგების სამსახურისთვის ხელახლა წარდგენისთანავე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის გასაცნობად დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს პირველადი რეგისტრაცია და ავტორიზაცია.

6. პორტალზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების სისრულეზე, სისწორესა და სამართლიანობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-9, მე-11 და მე-14 მუხლების შესაბამისად სუბიექტის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხს აგებს სუბიექტი. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ წარდგენილი ანგარიშგებების გამოქვეყნებასა და გადამოწმებაზე ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისა