1. სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის ჩანართში აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახე/სახეები და („NACE“) კოდი „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საქსტატის“ საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ მიხედვით;
გ) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აუდიტის კომიტეტის შემადგენლობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მშობელი საწარმოს რეგისტრაციის ქვეყანა, საიდენტიფიკაციო ნომერი და საფირმო სახელწოდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შვილობილი საწარმოს/საწარმოების რეგისტრაციის ქვეყანა, საიდენტიფიკაციო ნომერი და საფირმო სახელწოდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) სუბიექტის საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, საფოსტო ინდექსი და ვებგვერდი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. მეოთხე კატეგორიის საწარმო სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის ჩანართში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, დამატებით, უთითებს სუბიექტის ანგარიშგების დაინტერესებული პირისთვის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და მობილური ტელეფონის ნომერს, ასევე, თანხმობის შემთხვევაში, მონიშნავს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის გადაცემის ღილაკს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მშობელი საწარმო და შვილობილი საწარმო/საწარმოები რეგისტრირებულია საქართველოში, სუბიექტის მიერ მათი საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, მათი საფირმო სახელწოდება აისახება ავტომატურად, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრებში დაცული მონაცემების საფუძველზე, სამსახურსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახე/სახეები და („NACE“) კოდი აისახება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე. თუ ასახული ინფორმაცია განსხვავდება სუბიექტის მიერ წარსადგენ, ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული საქმიანობის ძირითადი სახისგან/სახეებისგან, იგი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდზე შეცვალოს მითითებული საქმიანობის ძირითადი სახე/სახეებ