1. სუბიექტი ზომითი კატეგორიის განსაზღვრის ჩანართში მითითებული პერიოდებისთვის ავსებს შემდეგ ველებს:

ა) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აქტივების ჯამური ღირებულება;

ბ) საანგარიშგებო პერიოდის შემოსავალი;

გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა.

2. თუ სუბიექტი წარმოადგენს მშობელ საწარმოს, სუბიექტმა საკუთარი ზომითი კატეგორიის განსაზღვრის შემდგომ, დამატებით, უნდა განსაზღვროს ჯგუფის ზომითი კატეგორია, რისთვისაც მან უნდა მიუთითოს თავისი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ჯგუფის მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა შეივსოს ერთეულ ლარში.

4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შევსების შედეგად გამოთვლის ღილაკზე დაჭერით განისაზღვრება სუბიექტის/ჯგუფის ზომითი კატეგორია, ასევე, ინფორმაცია შესაბამისი კატეგორიის სუბიექტისთვის/ჯგუფისთვის კანონით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების, აუდიტის ჩატარების ვალდებულებისა და ანგარიშგების წარდგენის ვადის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სუბიექტი/ჯგუფი უფლებამოსილია, კანონის მე-3 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების შესაბამისად, გამოიყენოს უფრო მაღალი ზომითი კატეგორიის სუბიექტისათვის დადგენილი სტანდარტ