1. ამ წესით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო სამუშაო დღიდან.

2.  ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში.

3. მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება ელექტრონული ფორმით − ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.

4. თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება ელექტრონული ფორმით − მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.

თავი II

ანგარიშგების ვებგვერ