1. ანგარიშგების წარსადგენად სუბიექტმა ვებგვერდზე პირველადი ავტორიზაცია უნდა გაიაროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდის (eservices.rs.ge) მომხარებლისა და პაროლის საშუალებით, რასაც სუბიექტის ადმინისტრატორის რეგისტრაცია ეწოდება.

2. სუბიექტს ერთსა და იმავე პერიოდში შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ადმინისტრატორი. სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდის პარამეტრებით პირველადი ავტორიზაციის გავლისა და ადმინისტრატორის რეგისტრაციის შემდეგ იმავე მონაცემებით ავტორიზაციის გავლა შეუძლებელია, გარდა ამ წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. პირველადი ავტორიზაციის გავლის შემდეგ ადმინისტრატორი ავსებს შემდეგ მონაცემებს:

ა) პირადი ნომერი;

ბ) სახელი, გვარი;

გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი;

დ) მობილური ტელეფონის ნომერი;

ე) პაროლი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, გარდა პირადი ნომრისა, არ ივსება, თუ პირი უკვე რეგისტრირებულია მომხმარებელთა ბაზაში.

5. სუბიექტთან კავშირის გასააქტიურებელი ბმული იგზავნება პირის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აღნიშნულ ბმულზე გადასვლით დასტურდება სუბიექტთან კავშირი და პირი ხდება სუბიექტის ადმინისტრატორი.

6. სუბიექტის რედაქტორს, ოპერატორსა და დამთვალიერებელს არეგისტრირებს ადმინისტრატორი სუბიექტის გვერდზე მომხმარებლის ჩანართში მომხმარებლის დამატების ღილაკზე დაჭერით და ავსებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს.

7. თუ პირი უკვე რეგისტრირებულია მომხმარებელთა ბაზაში, ადმინისტრატორი სხვა მომხმარებლის დასამატებლად ავსებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს, რის შემდეგაც იღებს შეტყობინებას, რომ აღნიშნული მონაცემები რეგისტრირებულია მომხმარებელთა ბაზაში და დაფიქსირებულია ელექტრონული ფოსტა და მობილური ტელეფონის ნომერი.

8. მომხარებელთა ბაზაში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომრის ახლით შეცვლა შესაძლებელია აქტიური პაროლის შეყვანის გზით.

9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელმა, გარდა ადმინისტრატორისა, მითითებულ ბმულზე გადასვლისას უნდა გაიაროს ვერიფიკაცია თავისი პირადი ნომრის მითითებით. თუ პირის მიერ მითითებული პირადი ნომერი დაემთხვევა ადმინისტრატორის მიერ მითითებულ პირად ნომერს, გააქტიურდება პირის კავშირი სუბიექტთან და მას მიენიჭება მომხმარებლის სტატუსი.

10. ადმინისტრატორს შეუძლია მომხმარებლების მართვის პანელიდან სუბიექტსა და მომხმარებელს შორის არსებული კავშირის გაუქმება, რის შესახებაც ინფორმაცია მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

11. ადმინისტრატორს ნებისმიერ დროს შეუძლია მომხმარებელს შეუცვალოს სტატუსი და მიანიჭოს მომხმარებლის ახალი ტიპი, რის შესახებაც ინფორმაცია მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალები