1. სუბიექტს შეიძლება ჰყავდეს შემდეგი ტიპის მომხარებლები:
ა) ადმინისტრატორი;
ბ) რედაქტორი;
გ) ოპერატორი;
დ) დამთვალიერებელი.
2. ადმინისტრატორს აქვს სუბიექტის გვერდის მართვასთან დაკავშირებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, ანგარიშგების ელექტრონულად შევსების, დოკუმენტის ატვირთვის, აუდიტორის დამატების, ანგარიშგების სამსახურისთვის გადაგზავნის, ასევე, სხვა ტიპის მომხმარებლების დამატების უფლება.
3. რედაქტორს აქვს სუბიექტის გვერდის მართვის, მათ შორის, ანგარიშგების ელექტრონულად შევსების, დოკუმენტის ატვირთვის, აუდიტორის დამატებისა და ანგარიშგების სამსახურისთვის გადაგზავნის უფლება.
4. ოპერატორს აქვს ანგარიშგების ელექტრონულად შევსებისა და დოკუმენტის ატვირთვის უფლება.
5. დამთვალიერებელს აქვს სუბიექტის გვერდზე არსებული მონაცემების დათვალიერების უფლებ