1. სუბიექტი ციფრული ფორმების შევსებამდე მიუთითებს, ანგარიშგება ხორციელდება ერთეულ თუ ათასეულ ლარებში.
2. სუბიექტი ვალდებულია ელექტრონულად სრულად შეავსოს ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად, მის მიერ არჩეული ციფრული ფორმების შესაბამისი კომპონენტების, ასევე, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების ანგარიშგების ფორმის, ყველა არანულოვანი მუხლი, ხოლო თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, იგი ვალდებულია ასევე სრულად შეავსოს მის მიერ არჩეული კონსოლიდირებული ციფრული ფორმების შესაბამისი კომპონენტების ყველა არანულოვანი მუხლი კანონის მე-3 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით სუბიექტისთვის დადგენილი/არჩეული სტანდარტისა და ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად ატვირთული ფინანსური/კონსოლიდირებული ანგარიშგებისა და ანგარიშგების სამუშაო დოკუმენტაციის თანახმად.
3. მესამე კატეგორიის საწარმოსთვის ფულადი სახსრების მოძრაობის ციფრული ფორმის შევსება სავალდებულო არ არის.
4. ციფრული ფორმების შევსებისას მეოთხე კატეგორიის საწარმო უფლებამოსილია გამოიყენოს „მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 ივნისის №ნ-10 ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი გამონაკლისები.
5. უცხოურ ვალუტაში აღრიცხული თანხები წარმოდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში კანონის მე-3 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით სუბიექტისთვის დადგენილი/არჩეული სტანდარტის შესაბამისად.
6. ამ წესის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმაში ივსება ინფორმაცია სახელმწიფოსთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილ იმ თანხების თაობაზე, რომლებიც საანგარიშგებო პერიოდში გადახდის თითოეული სახეობისათვის ერთჯერადად ან ჯამურად 100 000 ლარს აღემატებ