1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს სამსახურის გენერალურ დირექტორს.
2. სტუდენტი მსჯავრდებულის მიერ შეტანილი განცხადების განხილვისა და გამოვლენის შემდგომ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სოციალური პროგრამის ფარგლებში ამ წესის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით სამსახური უფლებამოსილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციიდან, სხვადასხვა სამინისტროდან და მათი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან დადგენილი წესით გამოითხოვოს და დაამუშაოს სტუდენტების შესახებ პერსონალური მონაცემებ