1. ციფრულ სწავლებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ან საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩაირიცხა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი და სწავლობს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. ციფრულ სწავლებაში ჩასართავად დაინტერესებული სტუდენტი მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს სამსახურის გენერალურ დირექტორს.

3. თუ დაინტერესებული სტუდენტი მსჯავრდებული არ სწავლობს ციფრული სწავლების ფარგლებში რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის პროგრამაზე, მას შეუძლია, კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს მობილობის/შიდა მობილობის უფლებით ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე გადასვლის მიზნი