1. ციფრული სწავლების ფარგლებში, მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების პროცესი შეჩერდება, თუ:

ა) მსჯავრდებული გაყვანილია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 6 თვემდე ვადით;

ბ) მსჯავრდებული გადაყვანილია საკნის ტიპის საცხოვრებელში, მოთავსებულია სამარტოო საკანში ან მას შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა;

გ) მსჯავრდებული გადაყვანილია იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც არ არის ხელმისაწვდომი ციფრული სწავლება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ ციფრული სწავლების ფარგლებში მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების პროცესი უნდა განახლდეს.

3. ციფრული სწავლების ფარგლებში მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების პროცესი შეწყდება, თუ:

ა) მსჯავრდებული გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, სასჯელის მოხდა გადაუვადდა ან გარდაიცვალა;

ბ) კონკრეტული სემესტრის განმავლობაში ვერ დააგროვა დადგენილი მინიმალური კრედიტების რაოდენობ