1. თუ სტუდენტი მსჯავრდებული კონკრეტული სემესტრის განმავლობაში ვერ დააგროვებს ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მინიმალური კრედიტების რაოდენობას, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მას უწყდება დაფინანსება ციფრული სწავლების ფარგლებში. ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა, სწავლა განაგრძოს საკუთარი ხარჯით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ციფრული სწავლების ფარგლებში, თუ სტუდენტი მსჯავრდებული შესაბამის სასწავლო სემესტრში დააგროვებს სასწავლო სემესტრში ასაღები ჯამური კრედიტების არანაკლებ 80%-ისა, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად კვლავ შესაძლოა, ჩაერთოს ციფრულ სწავლებაში სოციალური პროგრამის ფარგლებში.

3. სამსახურის გენერალური დირექტორის ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შესახებ უნდა ეცნობოთ შესაბამის უმაღლეს საგანმანმათლებლო დაწესებულებებ