1. ციფრული სწავლების ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართვა ხდება მათივე ინიციატივით.
2. ციფრული სწავლების პროგრამაში ჩასართავად დაინტერესებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის შუამავლობით წერილობით ატყობინებენ სამსახურს ჩართულობის შესახებ, საგანმანათლებლო პროგრამების მითითებით.
3. ციფრული სწავლების სოციალურ პროგრამაში ჩართული სტუდენტებისათვის, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმებით, სწავლის საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო/სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში, არაუმეტეს 2250 ლარისა.
4. ციფრული სწავლების ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროგრამებისა და ამ პროგრამებზე ამ წესის საფუძველზე ციფრული სწავლების ფარგლებში ჩართული პირების ჩამონათვალი მტკიცდება სამსახურის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული მონაცემების გათვალისწინებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამსახურის გენერალური დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი დეპარტამენტმა მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უნდა გაუგზვანოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ