1. საკონტაქტო პირი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით არაუგვიანეს მომდევნო 3 სამუშაო დღისა აცნობოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას:

ა) მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე;

ბ) მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე;

გ) მსჯავრდებულის მიერ სასწავლო პროცესში ჩართულობის შეუძლებლობის თაობაზე, თუ ეს გამოწვეულია მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდებით, მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსებით, აგრეთვე მსჯავრდებულის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანით (ინფორმაცია მიეწოდება კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე);

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების (კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე) აღმოფხვრის თაობაზე;

ე) მსჯავრდებულის გარდაცვალების თაობაზე.

2. თუ მსჯავრდებული გადაყვანილ იქნა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც შესაძლებელია აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება ამ წესის მიხედვით, დეპარტამენტი უფლებამოსილია, განსაზღვროს სხვა საკონტაქტო პირი.

3. თუ მსჯავრდებული გადაყვანილ იქნა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც ამ წესის მიხედვით შესაძლებელი არ არის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მსჯავრდებულისათვის სტუდენტის სტატუსის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეჩერებას და ამის შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტისათვის მიწოდება