1. მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უკავშირდება დეპარტამენტს მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმების მიზნით.
2. დეპარტამენტი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წერილობით აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას საკუთარი წარმომადგენლების ვინაობისა და მათი საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
3. კორესპონდენციული სწავლების შემთხვევაში:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს გადაეცემა სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომის მონაცემები, ხოლო საკონტაქტო პირს – სტუდენტის ელექტრონულ ბაზაზე წვდომის მონაცემები;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობის შემთხვევაში, საკონტაქტო პირს გადაეცემა ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე წვდომის მონაცემები.
4. ციფრული სწავლების შემთხვევაში:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს გადაეცემა სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომის მონაცემები, ხოლო სტუდენტ მსჯავრდებულს – ელექტრონულ ბაზაზე წვდომის მონაცემები;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობის შემთხვევაში, სტუდენტ მსჯავრდებულს გადაეცემა ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე წვდომის მონაცემებ