1. აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების განმავლობაში მსჯავრდებული სარგებლობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტუდენტის უფლებებით (გარდა ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებისა − საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად; თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად).

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) ამ ბრძანებით განსაზღვრული წესითა და პირობებით მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამის კვლევითი კომპონენტი;

გ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელთაც სთავაზობენ სასწავლო პროცესში;

დ) კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება და სხვა სახის შეღავათები;

ე) ისარგებლოს მობილობისა და შიდა მობილობის უფლებით და გადაიტანოს სახელმწიფო დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;

ზ) ისარგებლოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

3. კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; პერიოდულად შეაფასოს აკადემიური პერსონალის მუშაობა