ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საკონტაქტო პირი − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სამსახური) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის (შემდგომ − დეპარტამენტი) მოსამსახურე;
ბ) კორესპონდენციული სწავლება − საკონტაქტო პირის დახმარებით მსჯავრდებულისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფა სასწავლო მასალის მიწოდებისა და წერილობითი ფორმის გამოყენებით;
გ) ციფრული სწავლება – აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების საშუალება პირდაპირი ტელეხიდის გზით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით;
დ) სწავლება გონივრული მოცულობით − სწავლება, რომელიც მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში შესაძლებელია, განხორციელდეს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებისა და სწავლების სფეროს სპეციფიკის გათვალისწინები