1. მსჯავრდებულს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები, ასევე სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება ეზღუდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) დისციპლინური პატიმრობის მოხდისა და სამარტოო საკანში მოთავსების პერიოდში;
ბ) პატიმრობის კოდექსის 47-ე მუხლის 22 ნაწილით ან 718 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე;
გ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანისას ან/და მკურნალი ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრის შემდგომ პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მსჯავრდებულისათვის სასწავლო კურსის პროგრამებით (სილაბუსებით) გათვალისწინებული სასწავლო მასალის გადაცემას/სასწავლო მასალაზე წვდომას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გამო მსჯავრდებულის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეზღუდვისა და მისი აღმოფხვრის თაობაზე დეპარტამენტი აცნობებს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება