1. ეს წესი არეგულირებს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების (შემდგომ − აკადემიური უმაღლესი განათლება) მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე, განსაზღვრავს მსჯავრდებულთა მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირობებს და „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით განსაზღვრულ სწავლის სფეროებს, რომელთა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზეც შესაძლებელია აკადემიური ხარისხის მინიჭება.

2. ამ წესის მიზანია პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფა და საამისოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.

3. ამ წესის შესაბამისად აკადემიური უმაღლესი განათლების უფლებით სარგებლობს:

ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული;

ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად მოთავსებული დაბალი რისკის მსჯავრდებული;

გ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი