ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.04.2019 ბოლო ცვლილება 20.02.2026
ნომერი
№69/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.017693
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (29)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №69/ნ

2019 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 243 მუხლის პირველი პუნქტის, 244 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

     ა) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო“ ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

     ბ) „სწავლის სფეროების კლასიფიკატორი“ ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგინდეს 2018 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ამ ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებულ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და ამ ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებულ „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის უზრუნველყოფის შემდეგი ეტაპები:

ა) საგანმანათლებლო პროგრამებისათვის (მათ შორის, ამ ბრძანების მე-4 მუხლით გათვალისწინებული იმ საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში), გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა – არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბერი;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში – შესაბამისი საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირების თარიღი.

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.

 

მუხლი 4
ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში, უნდა შეესაბამებოდეს ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს ან „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას.

 

მუხლი 5
ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების დასრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად ჩაითვალოს ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად, „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების შესაბამისად მინიჭებული კვალიფიკაცია.

 

მუხლი 6
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი

მუხლი 1
დამტკიცდეს:
     ა) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო“ ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

     ბ) „სწავლის სფეროების კლასიფიკატორი“ ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგინდეს 2018 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ამ ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებულ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და ამ ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებულ „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის უზრუნველყოფის შემდეგი ეტაპები: ა) საგანმანათლებლო პროგრამებისათვის (მათ შორის, ამ ბრძანების მე-4 მუხლით გათვალისწინებული იმ საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში), გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა – არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბერი; ბ) საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში – შესაბამისი საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირების თარიღი.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.
მუხლი 4
ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში, უნდა შეესაბამებოდეს ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს ან „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას.
მუხლი 5
ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების დასრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად ჩაითვალოს ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად, „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების შესაბამისად მინიჭებული კვალიფიკაცია.
მუხლი 6
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.02.2026.
როდის იქნა მიღებული „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“?
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 10.04.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №69/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.017693.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 29 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.02.2026-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“, №69/ნ, 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017693 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4480034/