„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№62/ნ
2023 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
შევიდეს ცვლილება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693, 12/04/2019) და ბრძანების პირველი მუხლის:
ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები“ ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.“;
ბ) ,,გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი
დანართი
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები
თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადა
სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფერო კოდის მიხედვით
2020 წ. 30 სექტემბერი -
2021 წ. 31 მარტი
0511, 0512, 0531, 0532, 0533, 0541, 0542, 0588
0911, 0912, 0913, 0915, 0916, 0919, 0923
2021 წლის 30 სექტემბერი -
2022 წლის 1 მაისი
0214, 0221, 0223, 0288, 0421
2021 წლის 30 სექტემბერი - 31 დეკემბერი
0311, 0312
2022 წ.
30 სექტემბერი-
30 ნოემბერი
0611, 0612, 0613, 0619
0711, 0712, 0713, 0714, 0715, 0716, 0719, 0722, 0723, 0724, 0731, 0732, 0739, 0788
2023 წ.
30 სექტემბერი -
2024 წლის 30 სექტემბერი
0411, 0412, 0413, 0414
2024 წ.
30 სექტემბერი-
30 ნოემბერი
0222
0313, 0314, 0319, 0321, 0322, 0388
1014, 1015, 1019, 1022, 1031, 1032
2025 წ.
30 სექტემბერი-30 ნოემბერი
0111, 0112, 0113, 0114 (მათ შორის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა).
0211, 0212, 0213, 0215
0231 (მათ შორის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა) 0232, 0239
0721
0521, 0522
0811, 0812, 0821, 0841 (მათ შორის ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა), 0888
1041