„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№121/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.016641
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №121/ნ

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით (სსმ, 163, 14/12/2010; სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016036) დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4)  განხორციელდეს ცვლილება და:

ა) 030108 ქვედარგის/სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 030109 ქვედარგი/სპეციალიზაცია:

„030109 სპეციალური განათლება“;

ბ) 050421 ქვედარგის/სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 050422 ქვედარგი/სპეციალიზაცია:

„050422 საკვები პროდუქტების მეცნიერება“;

გ) 1001 დარგი/სპეციალობა ამოღებულ იქნეს;

დ) 1114 დარგი/სპეციალობის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1115, 1116, 1117 და 1118 დარგები/სპეციალობები:

„1115 არქეოლოგია

1116 პალეობიოლოგია/პალეოანთროპოლოგია

1117 სტატისტიკა

1118 მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერება, ქვედარგის/ სპეციალიზაციის დაკონკრეტებით“;

ე) 1118 დარგის/სპეციალობის გასწვრივ შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის ჩამონათვალში დაემატოს შემდეგი შინაარსის 111801, 111802, 111803, 111804, 111805, 111806, 111807, 111808, 111809 ქვედარგები/ სპეციალიზაციები:

„111801 საეკლესიო არქიტექტურა (ხუროთმოძღვრება)

111802 ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა

111803 ხატწერა

111804 დაზგური ხატწერის რესტავრაცია

111805 მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია

111806 საეკლესიო მუსიკა

111807 საეკლესიო მუსიკათმცოდნეობა

111808 ქრისტიანული ფსიქოლოგია

111809 ქრისტიანული ფილოსოფია“.            

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე