„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№26/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.016546
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №26/ნ

2013 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით (სსმ, 163, 14/12/2010) დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) განხორციელდეს ცვლილება და:

ა) 0105 დარგი/სპეციალობის შემდეგ დაემატოს შემდეგი  შინაარსის დარგი/სპეციალობა:

„0106 სატყეო მეცნიერება“;

ბ) 020333 ქვედარგი/სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვედარგი/სპეციალიზაცია:

„020334 ტყის რესურსების მდგრადი მართვა“;

გ) 040155 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

გ.ა) 040156 ვებსპეციალისტი;

გ.ბ) 040157 კომპიუტერული გრაფიკოს-ანიმატორი;

გ.გ) 040158 კომპიუტერული ინჟინერი;

გ.დ) 040159 კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი;

დ) 050416 ქვედარგი/სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„050416 გენეტიკა/გამოყენებითი გენეტიკა“;

ე) 080205  ქვედარგი/სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვედარგი/სპეციალიზაცია:

„080206 მოძრავი გრაფიკა“;

ვ) 090406 ქვედარგი/სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვედარგი/სპეციალიზაცია:

ვ.ა) 090407 სოციალური ფსიქიატრია;

ვ.ბ) 090408 ფსიქოტრამვატოლოგია;

ზ) 110205 ქვედარგი/სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვედარგი/სპეციალიზაცია:

„110206 საზღვაო კვლევები“;

თ)  111051 პროფესიული სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„111051 გემბანის რიგითი მეზღვაური“;

ი) 111052 პროფესიული სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„111052 სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი