„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-74
სარეგისტრაციო კოდი
480610000.22.030.016224
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-74

2021 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013  წლის 9 ივლისის №158 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 15/07/2013, სარეგისტრაციო კოდი: 480610000.22.030.016083) დამტკიცებულ საქართველოს  საკონსულო  დაწესებულების  გახსნის  წესსა  და  ტიპობრივ  დებულებაში შეტანილ  იქნეს  ცვლილება და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფუნქცია-მოვალეობების განაწილების შესახებ ბრძანების შესაბამისად, უზრუნველყოფს თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და სამუშაო გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობას;’’;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) გამოსცემს ბრძანებებს მისი და დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა მივლინების თაობაზე საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე.“.

დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ი1–ი3“ ქვეპუნქტები შემდეგი შინაარსით:

„ი1) ამტკიცებს   საკონსულო დაწესებულების შინაგანაწესს და ზედამხედველობს შინაგანაწესის სათანადოდ შესრულებას;

ი2) გეგმავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, უსახავს უშუალოდ დაქვემდებარებულ თანამშრომლებს ინდივიდუალურ მიზნებს და მონიტორინგს უწევს მათ მისაღწევად საჭირო ქმედებებს, ახორციელებს თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებას, ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე და მოტივაციაზე;

ი3) უზრუნველყოფს თანამშრომელებს შორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებას, რასაც ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს;“;

ე) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სამინისტროსთან და საკონსულო დეპარტამენტთან შეთანხმებით აფორმებს ხელშეკრულებას საკონსულო დაწესებულების მომსახურე პერსონალთან და წყვეტს  მათთან  სახელშეკრულებო  ურთიერთობას;

ნ) გამოსცემს ბრძანებებს საკონსულო დაწესებულების მომსახურე პერსონალის შვებულების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და მათი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.04.2021.
როდის იქნა მიღებული „საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.04.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-74. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.22.030.016224.
რამდენი მუხლისგან შედგება „საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.04.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №01-74, 13.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016224 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5148809/