„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-73
სარეგისტრაციო კოდი
480070000.22.030.016223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-73

2021 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’


მუხლი 1
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 23/06/2014, სარეგისტრაციო კოდი: 480070000.22.030.016103) დამტკიცებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესსა და ტიპობრივ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) მე-5 მუხლის:

ა. ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საქართველოს  წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციასთან.’’;

ა. ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფუნქცია-მოვალეობების განაწილების შესახებ ბრძანების შესაბამისად, უზრუნველყოფს თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და სამუშაო გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობას;’’;

ა. გ) მე-3 პუნქტის ,,თ’’ და ,,ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს  წარმომადგენლობის თანამშრომელთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) გამოსცემს ბრძანებებს წარმომადგენლობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა ადგილსამყოფელი ქვეყნის და იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე, რომელშიც ასევე აკრედიტებულია წარმომადგენლობა;“;

ა.დ) მე-3 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1’’ - „ი3“ ქვეპუნქტები:

„ი1) ამტკიცებს წარმომადგენლობის შინაგანაწესს და ზედამხედველობს შინაგანაწესის სათანადოდ შესრულებას;

ი2) გეგმავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, უსახავს უშუალოდ დაქვემდებარებულ თანამშრომლებს ინდივიდუალურ მიზნებს და მონიტორინგს უწევს მათ მისაღწევად საჭირო ქმედებებს, ახორციელებს თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებას, ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე და მოტივაციაზე;

ი3) უზრუნველყოფს თანამშრომელებს შორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებას, რასაც ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს;“;

ა. ე) მე-3 პუნქტის ,,ნ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით აფორმებს ხელშეკრულებას წარმომადგენლობის მომსახურე პერსონალთან და წყვეტს მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობას;

ო) გამოსცემს ბრძანებებს წარმომადგენლობის მომსახურე პერსონალის შვებულების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და მათი ადგილსამყოფელი ქვეყნის და იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე, რომელშიც ასევე აკრედიტებულია წარმომადგენლობა;’’;

ა. ვ) მე-3 პუნქტის ,,ს’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ’’ ქვეპუნქტი:

,,ტ)  ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს.’’;

ა. ზ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბრძანების გამოცემისთანავე უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ამ მუხლის მე-3 პუნქტის  „ი“, ,,კ“, ,,ნ’’ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრძანების ელექტრონული ვერსიის გადაგზავნას, რომელშიც ასახული უნდა იყოს ბრძანების გამოცემის მიზანი, საფუძველი და ვადები.’’.

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:

ბ. ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ახორციელებს საკონსულო საქმიანობას წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად;’’;

ბ. ბ) ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს საკონსულო  თანამდებობის პირთა და  საკონსულო მოსამსახურეთა მიერ  მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობას;’’;

გ) მე-8 მუხლის:

გ. ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.  საკონსულო თანამდებობის პირი  საკონსულო საქმიანობას ახორციელებს ,,საკონსულო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ამ დებულების, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფუნქცია-მოვალეობებისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.";

გ. ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. წარმომადგენლობის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მათ ფუნქცია-მოვალეობებს ამტკიცებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.’’.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.04.2021.
როდის იქნა მიღებული „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’?
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’ მიღებულია 13.04.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-73. სარეგისტრაციო კოდი — 480070000.22.030.016223.
რამდენი მუხლისგან შედგება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.04.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’, №01-73, 13.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 480070000.22.030.016223 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5148780/