,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№127
2018 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში (ვებგვერდი, 24/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016305) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.“.
4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულება“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) თავდაცვის ძალების (შემდგომ – თავდაცვის ძალები) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ – სამხედრო პოლიცია) დანიშნულებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საქმიანობის ძირითად პრინციპებს, უფლებამოსილებებს და სტრუქტურას.
2. სამხედრო პოლიცია არის თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
3. სამხედრო პოლიცია ექვემდებარება თავდაცვის ძალების მეთაურს და ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომ – მინისტრი) და თავდაცვის ძალების მეთაურის წინაშე.
4. სამხედრო პოლიციას აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი”, აგრეთვე ემბლემა, შტამპი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, ხოლო ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად დადგენილი ნიმუშის ბეჭედი საიდენტიფიკაციო კოდით.“;
გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
სამხედრო პოლიცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სისხლის სამართლის კანონმდებლობით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, სამხედრო წესდებებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.“;
დ) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების მხარდაჭერა, თავდაცვის ძალების აღმშენებლობის, სამობილიზაციო მზადყოფნის და ბრძოლისუნარიანობის განსამტკიცებლად.“;
ე) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ე.ა) ,,მ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) სამხედრო ოპერაციებისა და სამხედრო წვრთნების დროს, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამშვიდობო მისიებში მონაწილე თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში, საბრძოლო შენაერთებში, საწვრთნელ ტერიტორიაზე, სასროლეთებზე, პოლიგონებზე და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, კანონიერების, სამხედრო დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე კონტროლი, მათ შორის, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს;’’;
ე.ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) უზრუნველყოს მინისტრის ან/და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ განსაზღვრული ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;“;
ე.გ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) უზრუნველყოს სამინისტროს სისტემაში დასანიშნი და დასაწინაურებელი კანდიდატების მონაცემების შესწავლა, შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მიზანშეწონილობის განსაზღვრა;“;
ე.დ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) უზრუნველყოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, აღნიშნული ფაქტების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან კავშირის დასადგენად და შესაბამისი დასკვნის მომზადება;“;
ვ) მე-6 მუხლის:
ვ.ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) სამინისტროს სისტემაში დასანიშნი და დასაწინაურებელი კანდიდატების მონაცემების შესწავლა, შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მიზანშეწონილობის განსაზღვრა;’’;
ვ.ბ) მე-4 პუნქტის „დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამინისტროს, თავდაცვის ძალების ადმინისტრაციულ შენობასა და კიბერუსაფრთხოების ბიუროში, აგრეთვე სამინისტროს იურიდიულ მისამართზე მდებარე ტერიტორიაზე სამინისტროს მოსამსახურეებისა და ვიზიტორების დაშვების რეჟიმის განხორციელება/კონტროლი;
ე) სამინისტროს, თავდაცვის ძალების ადმინისტრაციულ შენობასა და კიბერუსაფრთხოების ბიუროში, აგრეთვე სამინისტროს იურიდიულ მისამართზე მდებარე ტერიტორიაზე და მათზე განლაგებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დაცვის ღონისძიებების განხორციელება და საყარაულო წესდების შესრულება;“;
ვ.გ) მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ადმინისტრაციული შენობის დისლოკაციის ტერიტორიაზე ვიდეოკონტროლის განხორციელება და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა.’’;
ვ.დ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება აღნიშნული ფაქტების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან კავშირის დასადგენად და შესაბამისი დასკვნის მომზადება;“;
ვ.ე) მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის დამაქვეითებელი გარემოებების, საბრძოლო მზადყოფნის, პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ოპერატიული ვითარების ანალიზი, შემოსული ინფორმაციების თემატური განზოგადება და შესაბამისი რეკომენდაციების (წინადადებების) მომზადება/შემუშავება.“;
ვ.ვ) მე-10 პუნქტის:
ვ.ვ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სამხედრო ოპერაციებისა და სამხედრო წვრთნების დროს, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამშვიდობო მისიებში მონაწილე თავდაცვის ძალებში, საბრძოლო შენაერთებში, საწვრთნელ ტერიტორიაზე, სასროლეთებზე, პოლიგონებზე და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, კანონიერების, სამხედრო დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე კონტროლი, მათ შორის, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს;’’;
ვ.ვ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მინისტრის ან/და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ განსაზღვრული ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;“;
ზ) მე-7 მუხლის:
ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო პოლიციის საქმიანობას მართავს და საერთო ხელმძღვანელობას უწევს სამხედრო პოლიციის უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;
ზ.ბ) მე-2 პუნქტის:
ზ.ბ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) წარუდგენს მინისტრს და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს ანგარიშს სამხედრო პოლიციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;“;
ზ.ბ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს სამხედრო პოლიციის დებულების პროექტს, სტრუქტურასა და ხარჯთაღრიცხვას, ასევე ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტებს;“;
ზ.ბ.გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) ასრულებს მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დავალებებს, სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებით;“;
ზ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უფროსის წარდგინებით, სამხედრო პოლიციის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს, წოდებას ანიჭებს და სამხედრო პოლიციის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაურთან შეთანხმებით.’’;
ზ.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მათი ფუნქცია-მოვალეობები და საკურატორო ქვედანაყოფები განისაზღვრება უფროსის ბრძანებით.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია