„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №31/ნ |
|
2020 წლის 13 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3024-რს, 5.07.2018 წ.) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში (სსმ, №78, 04/06/2007) და ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის წესდების:
ა) მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 მუხლის:
ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასწავლებლის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.“;
ბ.ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სასწავლებლის წლიურ ბალანსს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო);“;
ბ.ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და ახალი სპეციალობების დამატების შესახებ;“;
ბ.ბ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლებლის საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს;“.
ბ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელს, რომელიც უნდა იყოს სპეციალური საბალეტო განათლების, შემოქმედებითი და სასცენო გამოცდილების მქონე პირი, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.“;
ბ.დ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სასწავლებლის დირექტორთან ერთად იხილავს სასწავლებლის სასწავლო გეგმას, სასწავლო ცხრილსა და შინაგანაწესის პროექტს, სასწავლებელში მისაღებ კონტიგენტს“.
გ) მე-5 მუხლის:
გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასწავლებელში მისაღებ კონტინგენტს განსაზღვრავს სასწავლებლის პედაგოგიური საბჭო და ამტკიცებს სასწავლებლის დირექტორი. დასაშვებია კონტინგენტის კორექტირება, (შემცირება ან/და გაზრდა) სასწავლებელში შექმნილ საგამოცდო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე არაუმეტეს 24 მოსწავლისა.“;
გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. „სასწავლებელში სწავლების პირველ წელს მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები მე-5 კლასიდან.“;
გ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„6. სასწავლებელი ახორციელებს ხუთწლიან საბაზო სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგაც გაიცემა სკოლისგარეშე სახელოვნებო განათლების მოწმობა (სერტიფიკატი) და სამწლიან სკოლისგარეშე სახელოვნებო პროფილურ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამას (ბალეტის მსახიობის, აგრეთვე თანამედროვე სახასიათო ცეკვების განხრით), რომლის დასრულებისას გაიცემა მოწმობა (სერტიფიკატი).“;
დ) მე-6 მუხლის:
დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება.“;
დ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასწავლებელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
5. სასწავლებლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“;
ე) მე-7 მუხლის:
ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასწავლებელს შეუძლია მხოლოდ სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“;
ე.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“;
ვ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
ზ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასწავლებლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტრო.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.03.2020.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 13.03.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №31/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.017889.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.03.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №31/ნ, 13.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017889 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4820012/