„მსჯარვდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№159
სარეგისტრაციო კოდი
100090000.22.038.016574
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №159

2015 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მსჯარვდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„მსჯარვდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებაში (სსმ,100090000.22.038.016022, 06.01.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის კონტროლს ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებული უნდა მოთავსდეს ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდისათვის სპეციალურად გამოყოფილ სადღეღამისოდ ჩაკეტილ საკნის ტიპის სადგომში (შემდგომში – სპეციალური საკანი). სპეციალურ საკნებს განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის (შემდგომში – დაწესებულის დირექტორი) წარდგინებით.

2. მსჯავრდებულის სპეციალურ საკანში მოთავსებისას არ უნდა დაირღვეს პატიმრობის კოდექსით და მის საფუძველზე გამოცემული აქტებით დადგენილი ნორმები სხვადასხვა სქესისა და კატეგორიის მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსების თაობაზე.“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) მოთავსებისას, დაწესებულებას მსჯავრდებულთან ერთად წარედგინება:

ა) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება);

ბ) მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათი;

გ) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ შესაბამისი დაწესებულების დირექტორის განკარგულების ადმინისტრაციული პატიმრობის აღმასრულებელი დაწესებულებისათვის განკუთვნილი ეგზემპლარი.“;

ბ.გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბადრაგირების განმახორციელებელი შესაბამისი მოსამსახურე უკავშირდება დეპარტამენტს ადმინისტრაციული პატიმრობის აღმასრულებელი დაწესებულების შესახებ ინფორმაციის მიღების/დაზუსტების და აღნიშნულ დაწესებულებაში მსჯავრდებულის ბადრაგირების მიზნით.“;

ბ.დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  პუნქტი:

„51. ადმინისტრაციული პატიმრობის აღსასრულებლად მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულისათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა დაწესებულებაში.“;

გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაწესებულების დირექტორის ბრძანება მსჯავრდებულის კონკრეტულ სპეციალურ საკანში მოთავსების შესახებ;“;

დ) მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„გ) შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს ის კვების პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები და სხვა ნივთები და საგნები, რომლებიც განსაზღვრულია იმ დაწესებულების დებულებით, სადაც იხდიდა სასჯელს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებამდე.“;

ე) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:

ე.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეინახოს ან/და გამოიყენოს ის კვების პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შენახვა ან/და გამოყენება აკრძალულია იმ დაწესებულების დებულებით, სადაც იხდიდა სასჯელს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებამდე.“;

ე.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სხვა ქმედებები.“;

ვ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის აკრძალულია იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების შეტანა, რომლებიც  განსაზღვრულია იმ დაწესებულების დებულებით, სადაც იხდიდა სასჯელს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებამდე.“;

ზ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის პუნქტებს ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურე. მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის მე-4 და მე-5 პუნქტის გრაფას ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს მსჯავრდებულის გადაცემასა და მიღებაზე პასუხისმგებელი დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურე და ბადრაგირების განმახორციელებელი შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურე.“;

თ) დანართი №1, დანართი №1, დანართი №1 და დანართი №1 ამოღებულ იქნეს.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„დანართი №2

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №-- პენიტენციური

დაწესებულების დირექტორის განკარგულება

_______________________________________________________________

20  „___“___“ __________________“ ____________სთ №_______ (გამოცემის ადგილი)

შედგენის დრო

მსჯავრდებულისათვის

ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ

პატიმრობის კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად ,

1. წარდგენილ იქნეს სასამართლოს წინაშე ადმინისტრაციული პატიმრობის შესაფარდებლად

მსჯავრდებული

სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაბადების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სრული მონაცემები წარმოდგენილია განკარგულების დანართი №1-ის სახით)

რომელმაც ––––––––––––––– წლის–––––––––––––––––––– (საათი, წუთი) –––––––––––––

დარღვევის ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––– (დამატებით განკარგულების დანართ №2–ში –––– (მოინიშნოს)

2. დაზარალებული __________________________________________________________

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)

3. დისციპლინური დარღვევის მოწმე ___________________________________________________

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)

4. დისციპლინური დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:

ა) __________________________________________________________________________

ბ) __________________________________________________________________________

გ) __________________________________________________________________________

დ) __________________________________________________________________________

ე) სხვა მტკიცებულებები განკარგულების დანართი №2-ის მიხედვით.

5. მსჯავრდებულს განემარტება, რომ უფლება აქვს გაეცნოს წინამდებარე განკარგულებას, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, გაასაჩივროს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით.

6. გავეცანი განკარგულების მე-5 პუნქტს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით

მსჯავრდებული __________________________________ / ________________________________

(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

7. მსურს მოვიწვიო თარჯიმანი ___________, დამცველი ___________, _____________________

                                 (დიახ/არა)                             (დიახ/არა)           (ხელმოწერა)

8. ამ განკარგულების გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში მიემართოს სასამართლოს მსჯავრდებულისათვის სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებაზე.

9. ამ განკარგულებას თან ერთვის:

დანართი №1, დანართი №2 ____________, დამრღვევის, დაზარალებულის, მოწმის,

(დიახ/არა)

ახსნა-განმარტება ან შენიშვნები _______________________ (რამდენი გვერდი ან არა)

10. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

11. ეს განკარგულება შედგენილია 3 ეგზემპლარად, რომლის:

ა) ერთი ეგზემპლარი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს, რასაც ადასუტურებს ხელმოწერით;

ბ) მეორე ეგზემპლარი განკუთვნილია სასამართლოში წარსადგენად;

გ) მესამე ეგზემპლარი განკუთვნილია პატიმრობის აღმასრულებელი დაწესებულებისათვის.

12. ვშუამდგომლობთ__________________________________________________________________

__________________________________________________________________ სასამართლოს წინაშე

ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ.

დაწესებულების დირექტორი (დირექტორის სახელი და გვარი)

№ განკარგულების დანართი №1

1. დამრღვევის:

ა) ფოტოსურათი

ბ) სახელი ____________________________________________________________________

გ) მამის სახელი _______________________________________________________________

დ) გვარი _____________________________________________________________________

2) სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამრღვევის შესახებ

______________________________________________________________________________

№ განკარგულების დანართი №2

1. დამატებითი ინფორმაცია დარღვევის ფაქტის შესახებ:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

2. დამატებითი ინფორმაცია დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ:

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

3. სხვა ინფორმაცია:

დაწესებულების დირექტორი (დირექტორის სახელი და გვარი)“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი