„ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-47/ნ
სარეგისტრაციო კოდი
070010040.22.035.016749
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-47/ნ

2020 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №01-16/ნ ბრძანებაში  (www.matsne.gov.ge, 110418014, 19/04/2011; სარეგისტრაციო კოდი: 070010040.22.035.016065) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესი‘‘:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბდ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;

გ) ტერიტორიული ერთეული – სააგენტოს ტერიტორიული ორგანო. ცალკეულ შემთხვევებში ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები შეიძლება შეასრულოს სააგენტოს ცენტრალური აპარატის შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა;

დ) უფლებამოსილი პირი – სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი, რომელიც სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უფლებამოსილია, დადგენილი წესით დაიწყოს აღსრულება სასამართლო გადაწყვეტილებაზე და აწარმოოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე;‘‘;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღსრულების პროცესში მონაწილეობენ სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის  უფლებამოსილი პირ(ებ)ი, ვალდებული მხარე და აღსრულებით დაინტერესებული მხარე.‘‘;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. უფლებამოსილი პირის აცილება

აღსრულებაზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი პირი არ შეიძლება იყოს სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ის თანამშრომელი, რომელიც აღსრულების პროცესში მონაწილე მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია. ნათესავების წრე განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით.‘‘;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზრუნველყოფს ხელმძღვანელის ინფორმირებას აღსრულების მიმდინარეობაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თითოეულ საქმეზე და მისი განხილვისა და გადაწყვეტის შედეგებზე;“;

ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ‘‘ და „დ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გაასაჩივრონ უფლებამოსილი პირის დადგენილება ან ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში მისი ჩაბარებიდან 10  დღის ვადაში;

დ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით ზემდგომი ორგანოს (ზემდგომი თანამდებობის პირის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში, მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.‘‘;

ვ) მე-7 მუხლის მე-2მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. აღსრულებას უფლებამოსილი პირის მეშვეობით უზრუნველყოფს ის ტერიტორიული ერთეული, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფება ბავშვი.

3. ტერიტორიული ერთეული აღსრულებას იწყებს საკუთარი ინიციატივით, სასამართლო გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარისაგან ბავშვის გადმოცემასთან დაკავშირებით მიღებულია სასამართლოსადმი უშუალოდ მისი, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა აღსრულება უნდა დაიწყოს ტერიტორიული ერთეულისადმი აღსრულებით დაინტერესებული მხარის წერილობითი განცხადებით მიმართვის დღიდან. განცხადებას თან უნდა ერთოდეს სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი.

5. აღსრულების დაწყებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ტერიტორიული ერთეული ვალდებულ მხარეს წარუდგენს (ან უგზავნის) წერილობით მოთხოვნას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების პირობების შესახებ.‘‘;

ზ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადაწყვეტილება ნებაყოფლობით აღსრულებულად ითვლება, თუ ვალდებული პირი ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შეასრულებს ტერიტორიული ერთეულის მოთხოვნას მასში მითითებული პირობებით.‘‘;

თ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციული სახდელის დადების დადგენილება სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციების, საწარმოებისა და მოქალაქეებისათვის, ხოლო ვალდებული პირის მხრიდან ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას ტერიტორიული ერთეული გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს და აღსასრულებელი გადაწყვეტილების დამოწმებულ ასლთან ერთად შესაბამისი რეაგირებისათვის ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.”;

ი) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. სააღსრულებო წარმოების შეჩერება და მისი ვადები

1. ტერიტორიული ერთეული  უფლებამოსილია შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება:

ა)  დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ერთჯერადად, არაუმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება დაინტერესებულ პირს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას;

ბ) ტერიტორიული ერთეულის მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით.

2. ტერიტორიული ერთეული უფლებამოსილია, საპატიო მიზეზების არსებობისას, ვალდებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, გონივრული ვადით შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება.‘‘.

2. ბრძანებით დამტკიცებული №2 (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა), №3 (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმა) და №4 (სააღსრულებო ფურცლის ფორმა) დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული  რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
📎 დანართები (1)
01-47-eleqtr..doc DOC

დანართი № 2

[pic]

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების  სააგენტო

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000000

----- ------------------ 20 --- წ. ------------------------------------------------

თვითმმართველი ქალაქი/მუნიციპალიტეტი

1. სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს -----------------------------------------------------------------------------------------------

(ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი)

2. სამართალდამრღვევი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი; მისამართი (საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვით და ფაქტობრივი მდგომარეობით); პირადი ნომერი; საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში))

3. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: -----------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

4. დავადგინე, რომ ადგილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. შესაბამისად, ვიხელმძღვანელე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ___________ მუხლის ___________ ნაწილით, 229​6 მუხლითა და 239-ე მუხლის მე-60 ნაწილით.

5. სახდელის სახე, ოდენობა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ლარი – ჯარიმის შემთხვევაში).

6. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

7. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით.

8. მოწმეები და დაზარალებულები (არსებობის შემთხვევაში):

---------------------------------------------------------------------------------------------------

გვარი, სახელი, მისამართი

---------------------------------------------------------------------------------------------------

გვარი, სახელი, მისამართი

---------------------------------------------------------------------------------------------------

გვარი, სახელი, მისამართი

მოწმეებს განემარტათ თავიანთი უფლება-მოვალეობები, გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 256-ე მუხლით.

9. ოქმის შემდგენელი: /----------------------------/ /---------------------------/

(სახელი და გვარი) (ხელმოწერა)

10. სამართალდამრღვევი: /-------------------------/ /----------------------------/

(სახელი და გვარი) (ხელმოწერა)

11. მოწმეები და დაზარალებულები (მათი არსებობის შემთხვევაში):

–––––––––––––––––– ––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––

(სახელი და გვარი) (მისამართი) (ხელმოწერა)

–––––––––––––––––– ––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––

(სახელი და გვარი) (მისამართი) (ხელმოწერა)

12. დოკუმენტები, რომლებიც ერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს: –––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქმის გადასაწყვეტად საჭირო ცნობები, მასალები და ა.შ.; დამრღვევის ახსნა-განმარტება ან მის მიერ წარმოდგენილი სხვა მასალები

13. სათანადო ჩანაწერი სრულდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს

იტყვის ოქმის ხელმოწერაზე: ––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დამკვეთი: სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის №

შენიშვნა

ოქმის მეორე მხარეს აღინიშნება:

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; 10 დღის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლით დადგენილი წესით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება) ან ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცენტრალურ აპარატში, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო (მის.: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. 15ა), ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში.

გაფრთხილება!

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამრღვევმა ჯარიმა ნებაყოფლობით უნდა გადაიხადოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან (გაცნობიდან) 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი აღსასრულებლად მიექცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

დანართი №3

[pic]

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

დადგენილება  №

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

„--------“   --------------   20    წ.                          ------------------------------------------------

თარიღი                                                            დადგენილების გამოტანის ადგილი

---------------------------------------------------------------------------------------------------

დადგენილების გამომტანი თანამდებობის პირის დასახელება

---------------------------------------------------------------------------------------------------

განვიხილე მასალები სამართალდამრღვევის  --------------------------------------------

სამართალდამრღვევის მონაცემები

---------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------ მიერ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ----------------------------------------- დარღვევის შესახებ                                                                                       მუხლის, მუხლის ნაწილის

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ვიხელმძღვანელე რა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173​13 მუხლის ---------------- ნაწილით, 229​6 მუხლითა და 239-ე მუხლის მე-60 ნაწილით, დავადგინე: ადგილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. შესაბამისად:

ა) დაედოს ადმინისტრაციული სახდელი:  გაფრთხილება  ---------------------

ბ) დაედოს ჯარიმა  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ---------------------

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ან ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცენტრალურ აპარატში, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო (მის.: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. 15ა), ან შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, დადგენილების გამომტანი ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით.

3. ჯარიმა შეტანილი უნდა იქნეს _________________________________ ანგარიშზე.

დადგენილების გამომტანი თანამდებობის პირის ხელმოწერა __________________

დადგენილების ასლი მივიღე ____________________________________________

სამართალდამრღვევის ხელმოწერა და თარიღი, დადგენილების ასლის გაგზავნისას კეთდება

სათანადო ჩანაწერი

შენიშვნა: დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში. გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილების იძულებითი აღსრულება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დანართი  №4

[pic]

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო    ფ უ რ ც ე ლ ი

__________________________________________________________________________

სააღსრულებო ფურცლის გამცემი

__________________________________________________________________________

თანამშრომლის თანამდებობა, სახელი, გვარი

___________________________________________________________________ მიერ

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე  №_______________________ გამოტანილ იქნა

დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ

№______________________                                   ___________________________

დადგენილების ნომერი                                        დადგენილების გამოტანის თარიღი

________________________________

კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი

დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი:

_______________________________________________________________ დაედო

სამართალდამრღვევის სახელი, გვარი

ადმინისტრაციული სახდელი გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა     კოდექსის _______________________________ შესაბამისად და

მუხლი, მუხლის ნაწილი

დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი

ჯარიმა _______________________ (___________________________) ლარის ოდენობით;

ციფრებით                                   სიტყვიერად

კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:

სახელმწიფო ბიუჯეტი:

ერთიანი ანგარიში № ___________________________

სახელმწიფო ხაზინა № _________________________

სახაზინო კოდი № ______________________________

მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

მისამართი: ________________________________________________________________

პირადი ან/და საიდენტიფიკაციო

№_____________________________________________________________

სხვა რეკვიზიტები:

___________________________________________________________________________

სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:  ____________________  წ.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უფლებამოსილი პირი:

________________________________

ხელმოწერა