„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№124
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016671
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №124

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში (ვებგვერდი, 26/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016505) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს თავდაცვის  ძალებსამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:“;

გ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულება“.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის ძალებ სამსახურის დებულება“; 

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში სამსახურის  წესსა და პირობებს.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებზე.“;

გ) მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) 51 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„2. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის, სწავლების, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების ან სხვა განსაკუთრებული ვითარების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია სამინისტროს თავდაცვის ძალებში ან მასში შემავალ რომელიმე ქვედანაყოფში განსაზღვრული ვადით გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი (ყაზარმული მდგომარეობა), რაც გულისხმობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მუდმივ განთავსებას შესაბამისი ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე. ამ პერიოდში მოსამსახურე გადადის განსაკუთრებულ რეჟიმში (ყაზარმული მდგომარეობა) და მას ეკრძალება ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის (სამუშაო ადგილის) დატოვება ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე.

3. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე ყოფნის დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის  გადაწყვეტილებით შესაძლებელია:

ა) არ დაკმაყოფილდეს მოსამსახურის პატაკი/განცხადება სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე;

ბ) შეწყდეს სამხედრო მოსამსახურეთა შვებულებები, გარდა ავადმყოფობის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა, ასევე დაუშვებელია იმ მოსამსახურის გამოძახება, რომლის სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებულია საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე;

გ) აიკრძალოს მოსამსახურეთა დროებით დათხოვნაში გაშვება ან შვებულებაში გასვლა, გარდა მძიმე ოჯახური მდგომარეობისა ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისა.“;

ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილება სიმთვრალესთან დაკავშირებული დისციპლინური გადაცდომისას;“;

) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამხედრო მოსამსახურის სასურსათო კმაყოფაზე აყვანისა და კმაყო­ფიდან მოხსნის პროცედურებს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.“;

) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილე მოსამსახურეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეძლევა დამატებითი შვებულება 30 დღემდე ვადით. დამატებითი შვებულება არ ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულებების ანგარიშში.“;

) 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამხედრო შეკრების დასრულების შემდეგ, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის (გარდა აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირისა), სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ი) 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  სამინისტროს თავდაცვის ძალების დანაყოფი  საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) შეიძლება ოპერატიულ მართვაში გადაეცეს სამინისტროს თავდაცვის ძალებში  შემავალ სხვა დანაყოფს, ასევე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს“. ;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფი ასრულებს შესაბამისი დანაყოფისათვის განსაზღვრულ კონკრეტულ ამოცანებსა და დავალებებს, ასევე დისლოკაციის ადგილების დაცვასა და თავდაცვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია