„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.038.016910
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №4

2018 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის  №52 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/07/2017, 010320020.22.038.016810) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც სამინისტროს წინაშე არსებული ამოცანების განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;

დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს დამხმარე ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, შრომითი ხელშეკრულებით მიიღება სამინისტროში და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/პენიტენციურ დაწესებულებებში ასრულებს მხარდამჭერ ფუნქციებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით, მათ შორის უზრუნველყოფს:

დ.ა) პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვადასხვა პროფილის  სამედიცინო მომსახურებას, სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული სპეციალობების შესაბამისად;

დ.ბ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების, მასში განთავსებული ტექნიკური საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გამართულ ფუნქციონირებას;

დ.გ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების დასუფთავების, სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოებს;

დ.დ) სამინისტროს მოსამსახურეთა და მატერიალურ ფასეულობათა ტრანსპორტირებას;

დ.ე) საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრამულ უზრუნველყოფას და სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ფუნქციონირებას;

დ.ვ) სათარჯიმნო, რედაქციულ და სტილისტურ მომსახურებას;

დ.ზ) ტრენინგების, კონსულტაციებისა და ფიზიკური მომზადების ჩატარებას კომპეტენციის ფარგლებში;

დ.თ) სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში საბიბლიოთეკო მომსახურებას;

დ.ი) სხვა ტექნიკურ სამუშაოებს;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„დ1) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, შრომითი ხელშეკრულებით მიიღება სამინისტროში და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/პენიტენციურ დაწესებულებებში ასრულებს დროებით, არამუდმივ ამოცანებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამინისტროს მოსამსახურე – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, სამოქალაქო პირი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურე, აგრეთვე ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში უშუალოდ ასრულებენ ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს.“.

2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამინისტროს მოსამსახურის სხვა უფლება-მოვალეობები, მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად, განისაზღვრება ამ წესით, შრომითი ხელშეკრულებითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამინისტროს მოსამსახურის სამუშაო აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი, ხოლო პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის სხვა უფლება-მოვალეობები, მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად, განისაზღვრება პრობაციის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესითა და სამუშაოს აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურში მიღებისა და შრომის ანაზღაურების წესი

1. სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, შეუძლია შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

2. პირი, შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში მიიღება შრომის კოდექსით დადგენილი წესით.

3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურის შრომის ანაზღაურება რეგულირდება ამ წესის 24-ე მუხლის შესაბამისად.“.

4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურე – ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით.“.

5. 24-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილ სარგოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფულად ჯილდოს, ამ წესით გათვალისწინებულ დანამატსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატს.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლით გათვალიწინებული სარგო, დანამატი და ფულადი ჯილდო სამინისტროს მოსამსახურეს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

7. სამინისტროს სისტემაში შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები, დანამატი და ფულადი ჯილდო) ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, ხოლო პრობაციის ეროვნულ სააგენტოში - სააგენტოს უფროსის ბრძანებით.“.

6. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები არ ვრცელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეებზე.“.

7. 34-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მინისტრის ან მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ მოხსენებით ბარათს ადგენს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი.“.

8. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წესის დანართი №2

                 

 

მოსამსახურის სახელიგვარი: -----------------------

დაკავებული თანამდებობა: --------------------------

გათავისუფლების თარიღი: ---------------------------

მატერიალური ფასეულობები

პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული

სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელის/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

ჩაბარების თარიღი

შენიშვნა

ინვენტარი

ეკონომიკური დეპარტამენტი

 

 

 

კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები

ანალიტიკური დეპარტამენტი

 

 

 

სამსახურებრივი ბეჭედი

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

 

 

სამსახურებრივი მოწმობა

ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

 

 

 

სამსახურებრივი პასპორტი

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

 

 

 

დიჯიპასი

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

 

 

სამსახურებრივ-საშტატო იარაღი

პენიტენციური დეპარტამენტის საიარაღო განყოფილება

 

 

 

სამსახურებრივი ავტომანქანა და მისი სარეგისტრაციო მოწმობა

ლოჯისტიკის დეპარტამენტი

 

 

 

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან.


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი