„სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №119/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016917
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №11/ნ

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №119/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
,,სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების  პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №119/ნ ბრძანებაში (სსმ, 162, 13/12/2010, ს/კ: 430210000.22.022.016034) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების  პირველი არჩევნების წესის“:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადება მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების შესახებ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით უნდა გამოიკრას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულების) თვალსაჩინო ადგილებში, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულების მიხედვით.“

2.  მე-2 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს არჩევა;

ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის არჩევა;”

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა.“

3. მე-3 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულებაში მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების მიზნით აკადემიური პერსონალისა და სტუდენტური თვითმმართველობის არჩევიდან 2 კვირის ვადაში იქმნება დაწესებულების საარჩევნო კომისია და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საარჩევნო კომისიები.“

ბ) მე-3 მუხლის მე-8 - მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისია დაწესებულებაში იქმნება დაწესებულების საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 5 წევრისგან, რომელთაც ნიშნავს დაწესებულების საარჩევნო კომისია. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისიაში შეიყვანება სტუდენტური თვითმმართველობის 1 წარმომადგენელი.

9. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი აირჩევა მისი შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

10. დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელი, აგრეთვე არჩევნებში მონაწილე კანდიდატი.“

4.  მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს დაწესებულების საარჩევნო კომისია, რომელიც უფლებამოსილია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისიას დააკისროს რეგისტრაციის ორგანიზაციის უზრუნველყოფა.“

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. საარჩევნო სიები

1. საარჩევნო სიებს ადგენს დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელი დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებით, რომელიც პასუხისმგებელია საკადრო საკითხების ორგანიზებაზე.

2. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საარჩევნო სიები დგება ცალ-ცალკე.

3. დაწესებულების სტუდენტთა ამომრჩეველთა სიებში შეიტანება მოცემული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ყველა სტუდენტი, რომელიც ირიცხება დაწესებულებაში და გაივლის რეგისტრაციას.

4. დაწესებულების აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში შეიტანება მოცემული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი.

5. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო სიაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ამომრჩევლის სახელი და გვარი;

ბ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადი ნომერი.“
 

6. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაწესებულებისა და შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სახელწოდება;“

7. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკონტროლო ფურცელი დგება 2 ეგზემპლარად და მათზე აღინიშნება შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა და პირველი ამომრჩევლის რეკვიზიტები, კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. საკონტროლო ფურცლის 1 ეგზემპლარი რჩება საარჩევნო კომისიაში.“

8. მე-9 მუხლის პირველი - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიისათვის შესაბამისი ოთახის გამოყოფას.

2. დაწესებულების და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისიები მუშაობას იწყებენ არჩევნების დღეს დილის 9 საათზე. კენჭისყრა იწყება არჩევნების დღეს დილის 10 საათზე.

3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების დღეს წილისყრით ინაწილებენ ფუნქციებს. წილისყრის შედეგად გამოვლენილ უნდა იქნეს:

ა) რეგისტრატორები;

ბ) საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი;

გ) ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი.

4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ იღებს მონაწილეობას წილისყრაში.“

9.  მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. კენჭისყრის დღეს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ამომრჩეველი საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის გრაფაში აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპეციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში, აკეთებს არჩევანს, აგდებს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში და გადის საარჩევნო კომისიის ოთახიდან. დაუშვებელია ოთახში ხუთზე მეტი ამომრჩეველის ერთდროულად ყოფნა.“

10. მე-11 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მასზე არ არის მითითებული იმ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სახელწოდება, რომელზეც ტარდება არჩევნები.“

ბ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;“

11. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„გ) იმ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.“

12. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. დარღვევის ოქმი

არჩევნების დღეს ამ ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანდიდატი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი ან შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ამომრჩეველი უფლებამოსილია შეადგინოს დარღვევის ოქმი, რომელშიც მიეთითება:

ა) ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, მისამართი;

ბ) ოქმის შემდგენი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი);

გ) დარღვევის შინაარსი;

დ) დარღვევის დაფიქსირების დრო;

ე) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა, ან აღნიშვნა მის მიერ ხელმოწერაზე უარის შესახებ;

ვ) მოწმეების ვინაობა (არსებობის შემთხვევაში) და მათი ხელმოწერები;

ზ) ოქმის შემდგენი პირის მოთხოვნა;

თ) ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა.“

13. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. არჩევნების შედეგების გამოცხადება

არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისია ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას არჩევნების შედეგების აქტი.“

14. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისიის წევრს ან შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ამ დებულებით განსაზღვრული წესის დარღვევასთან დაკავშირებით დაწესებულების საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.“

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჩივრის შემტანი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისიის წევრი);“

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას დაწესებულების საარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ ბრძანებით დადგენილი წესის ან/და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე.“

15. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულების საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებში  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.“

16. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს არჩევა

1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს შემადგენლობაში შედის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, ან რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დადგენილი წესით, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის არჩეული წარმომადგენლები.

2. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს პირველი შემადგენლობის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ. სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს არჩევნები იმართება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისიის შექმნიდან 1 თვის ვადაში. არჩევნების თარიღს და კანდიდატთა რეგისტრაციის ვადას ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები.

4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს არჩევნების დასრულებიდან 2 დღეში იმართება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს პირველი სხდომა. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს თავის უფლებამოსილებას.“

17. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის არჩევა

1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით, მაგრამ არა უმეტეს 4 წლისა. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო აქვეყნებს პირველივე სხდომაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში. 

2. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო დაწესებულებებში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების წესდებით.“

18. მე-19 მუხლის პირველი - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან  ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ  პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის წევრთა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულს ჰყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი. მათი რაოდენობა განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ.

3. აკადემიური საბჭოს არჩევნებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს არჩევიდან ერთი კვირის ვადაში აცხადებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს არანაკლებ 10 დღის განმავლობაში. არჩევნები ტარდება რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უმეტეს 2 კვირის ვადაში.

4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრი ირჩევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირებისა.“

19. მე-20 მუხლის  მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაწესებულების (გარდა სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო დაწესებულებებისა) რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და აკმაყოფილებს წესდებით დადგენილ პირობებს.“

20. მე-21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან – ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა  და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად, ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით. წარმომადგენლობით საბჭოში შედის აგრეთვე დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.“

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ყველა სტუდენტი, ხოლო აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს – ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი..

5. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს დაწესებულების საარჩევნო კომისია, ხოლო ამომრჩეველთა რეგისტრაცია ხორციელდება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისიების მიერ.“

21. 24-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:         

„მუხლი 24. დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა“

ბ)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში აცხადებს კონკურსს დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად, რომელშიც აღინიშნება, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი.”

გ) მე-4 - მე-7  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოებს წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებს.

5. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო კანდიდატის/კანდიდატების წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რაც ფორმდება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებით.

6. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს მიერ კანდიდატის  აურჩევლობის შემთხვევაში, დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატს წარადგენს 3 დღის ვადაში.

7. დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი არჩევიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს სამსახურის დროებით დაკომპლექტებას. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“

22. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. ახალშექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნა

1. ახალშექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელს ნიშნავს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2. ახალშექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელს ევალება დროებითი ადმინისტრაციის ფორმირება, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალის არჩევასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება და, არსებობის შემთხვევაში, სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვის უზრუნველყოფა.

3. ახალშექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების არჩევიდან 7 დღის ვადაში ნიშნავს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს პირველ სხდომას, რომელსაც თავად თავმჯდომარეობს. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო უფლებამოსილების ცნობისთანავე ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს. ახალშექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელს უწყდება უფლებამოსილება.“

23. 25-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე მუხლი:

„მუხლი 26. ახლადშექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს უფლებამოსილების განხორციელება

ახლადშექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს არჩევამდე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს უფლებამოსილებას ახორციელებს დაწესებულების აკადემიური საბჭო.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე