,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№123
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016670
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №123

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს  შეიარაღებული  ძალების  გენერალური  შტაბის  სპეციალური  ოპერაციების  ძალების  დებულების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის 2017   წლის 5  აპრილის №28  ბრძანებაში (ვებგვერდი, 05/04/2017,  სარეგისტრაციო  კოდი: 120340000.22.026.016479)  შეტანილ  იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“;

გ)  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების თანდართული დებულება.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულება“;

ბ) პირველი მუხლის 1-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) თავდაცვის ძალების (შემდგომ –  თავდაცვის ძალები) სპეციალური ოპერაციების ძალები (შემდგომ – ძალები) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. ძალები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით,  საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის (შემდგომ – თავდაცვის ძალების მეთაური) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. ძალები ანგარიშვალდებულია მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ ძალების სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედებით გაერთიანებული ოპერატიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;“;

გ.ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) თავდაცვის ძალების, უწყებების და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა გაერთიანებულ, ერთობლივ და მრავალეროვნულ სამხედრო მოქმედებებში ძალთა მზადყოფნისა და მონაწილეობისათვის;

ი) ძალებისათვის და თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებისათვის სპეციალური სწავლებების დაგეგმვა, ჩატარება, მონიტორინგი და ანალიზის განხორციელება, ასევე ჩატარებული სწავლებების შემდგომ შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა;“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ძალების მეთაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალებზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამინისტროს და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.“;

დ.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;”;

დ.გ) მე-3 პუნქტის  „ი“ - „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) აანალიზებს ძალების საქმიანობას და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ძალების მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ძალების მოსამსახურეთა წახალისებას და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას;

ლ) თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ძალების ამოცანების შესასრულებლად;“;

დ.დ) მე-3 პუნქტის  „უ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ახორციელებს ძალების ოპერატიულ და საბრძოლო უზრუნველყოფას;“;

დ.ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ძალების მეთაურის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალებზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ძალების მეთაურის, სამინისტროს და  თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.“;

დ.ვ) მე-7 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ასრულებს ძალების მეთაურის, სამინისტროს და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის დავალებებსა და მითითებებს;“;

დ.ზ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის, ძალების მეთაურისა და ძალების მეთაურის მოადგილის წინაშე.“;

დ.თ) მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ძალების მეთაურისა და ძალების მეთაურის  მოადგილის დავალებების შესრულებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.12.2018.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 13.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №123. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016670.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №123, 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016670 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4397378/