„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №40 |
|
2022 წლის 23 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის სამმართველო: დ.ა) საიდუმლო რეჟიმის დაცვის განყოფილება; დ.ბ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრი;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) თავდაცვის ძალების არქივი: დ1.ა) არასაიდუმლო არქივი; დ1.ბ) საიდუმლო არქივი;”. 2. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) თავდაცვის ძალების არქივის საიდუმლო და არასაიდუმლო წარმოება, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში საქმისწარმოებით დასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორის შემოწმება, მათი მიღება, აღრიცხვა და შენახვა, დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზება;“; ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. თავდაცვის ძალების არქივის კომპეტენციაა: ა) თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებიდან საქმისწარმოებით დასრულებული საქმეებისა და დოკუმენტების, ასევე ლიკვიდირებული (გაუქმებული) ქვედანაყოფების დოკუმენტაციის მიღება, შენახვა და დაცვის უზრუნველყოფა; ბ) თავდაცვის ძალების საარქივო ფონდის დოკუმენტების დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება; გ) თავდაცვის ძალების არქივში არსებული დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატის (საქმეთა ანაწერები, საინფორმაციო-საძიებო სისტემები, მონაცემთა ბაზები და სხვ.) შექმნა და სრულყოფა; დ) ზემდგომი ხელმძღვანელობის და თავდაცვის სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფა არქივში დაცული საარქივო დოკუმენტებით; ე) თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზება და დოკუმენტების შედგენა-გაფორმებისა და საქმეთა ფორმირების სისწორის კონტროლი; ვ) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებაში მონაწილეობა და მათთვის პრაქტიკულ-მეთოდიკური დახმარების გაწევა დოკუმენტებზე მუშაობისას; ზ) საარქივო საქმისა და საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიულ-მეთოდიკური დოკუმენტების შედგენა-შემუშავებაში მონაწილეობა; თ) თავდაცვის ძალების არქივის მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტების ქვედანაყოფებიდან გამოთხოვა; ი) თავდაცვის ძალების არქივისათვის დოკუმენტების მოწესრიგებულ მდგომარეობაში დროულად გადაცემის კონტროლი;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი ივლისიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.06.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.016996.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №40, 23.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016996 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5502113/