„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№142
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016689
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №142

2018 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №135 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016682) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბრძოლო საინჟინრო ბატალიონი;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბრძოლო საინჟინრო ბატალიონი:

ე.ა) მონაწილეობს სრული სპექტრის ოპერაციებში;

ე.ბ) ახორციელებს სარდლობის ერთეულების საინჟინრო მხარდაჭერას და საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას კომპეტენციის ფარგლებში; 

ე.გ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და განხორციელებას, წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვას, ჩატარებას და მონიტორინგს;

ე.დ) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში;

ე.ე) მონაწილეობს გაერთიანებულ (ეროვნულ) და საერთაშორისო სწავლებებში;

ე.ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერას, შესაძლებლობის ფარგლებში ატარებს სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციებს;  

ე.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, შეფასებას და მათი კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, მონაწილეობს საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში;

ე.თ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დაზვერვის ორგანიზებას, სადაზვერვო ღონისძიებების დაგეგმვას, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და ანალიზს, დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; 

ე.ი) უზრუნველყოფს ლოჯისტიკური ოპერაციების და სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;

ე.კ) ახორციელებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერას, ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებას და უზრუნველყოფას;

ე.ლ) უზრუნველყოფს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას, აგრეთვე, ზემდგომი ხელმძღვანელობის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 10 იანვრიდან.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №142. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.016689.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №142, 26.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016689 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4426265/