„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№225
სარეგისტრაციო კოდი
390010000.22.023.016348
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №225

2015 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 039001000.22.023.016143) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილებები და დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. სამსახურის ამოცანებია:

ა) ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მისი განხორციელების ხელშეწყობა, ამ სფეროში შესაბამისი ღონისძიებების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ბ) საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციის განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

გ) საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის პროცესის კოორდინაცია.

2.  სამსახურის ფუნქციებია:

ა) სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სატყეო სექტორის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების კოორდინაცია;

დ) დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადება;

ე) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავება;

ვ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენის უზრუნველყოფა;

ზ) ტყის საზღვრის კორექტირების შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

თ) უფლებამოსილი უწყებების მიერ განხორციელებული ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი) უფლებამოსილი უწყებების სატყეო სექტორში მიმდინარე საერთაშორისო, პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის პროცესებში მონაწილეობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

კ) სატყეო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის სატყეო მართვის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

მ) სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის სატყეო სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის სატყეო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;

ო) სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

პ) სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;

ჟ) სამინისტროს მიერ ინიციირებული ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი